One-Off 24k Gold Rolls Royce Ghost Purple by Fenice Milano Poses a $3 Million
3 აპრილი
ვისთვის სილამაზეს ფერი განსაზღვრავს, ვისთვის ფორმები და ვისთვის კაპოტქვეშ დამალული ცხენის ძალები. მაგრამ როდესაც სამივე ერთ ქმნილებაშია თავმოყრილი, ამ ქმნილების ფასზე ბევრს არ ფიქრობენ. მითუმეტეს, თუ ჯიბე ამის საშუალებას იძლევა...
ძარების წარმოებაზე სპეციალიზებულმა იტალიურმა კომპანია „ფენიჩე მილანომ“ სწორედ ასეთი, სილამაზის დამფასებელი და ჯიბესქელი კლიენტისგან მიიღო დაკვეთა, რომელიც 3 მილიონი დოლარი ღირს. შეკვეთა ერთჯერადია და გულისხმობს, რომ მეორე მსგავსძარიანი ავტომობილი არ უნდა დამზადდეს.
ყველაფერი 2010 წელს დაიწყო, როდესაც ამ კლიენტმა (რადგან მის ვინაობას არ ამხელენ, დავარქვათ ინკოგნიტო) „ფენიჩე მილანოს“ კოლექცია „დივა“ იხილა. ამ კოლექციაში რამდენიმე, სხვადასხვა ფერში შეღებილი „როლს როის გოსტი“ შედიოდა. ინკოგნიტოს ამ ავტომობილების გაფორმება მოეწონა, თუმცა იტალიური ფირმისგან გაცილებით მეტი მოითხოვა. ეს მეტი კი ოქროა...
ინკოგნიტოსთვის განკუთვნილი „გოსტი“ მუქ იასამნისფრად შეიღებება. ავტომობილის რამდენიმე ელემენტი კი ოქროთი გაეწყობა. ყვითელი მეტალით დაიფარება კაპოტი, რადიატორი, ავტომობილის ზღურბლი მთელს პერიმეტრზე, საქარე შუშის და გვერდთა შუშების არშიები, ასევე დისკების ნაწილი. სულ 24 კარატი ოქროა გამოყენებული. ოქროს ნაწილი სალონის გასაფორმებლადაც გამოიყენეს.
ახლა ალბათ აღარ გაგაკვირვებთ ამ ოქროსფრად მოელვარე ავტომობილის ფასი. იტალიური ფირმის განცხადებით, მის დასამზადებლად ზუსტად 12 თვე დასჭირდება.
ვიდეო
No comments:
Post a Comment