Monday, May 7, 2012

„პორშე 960“ - ოთხკარიანი კუპე „ფერარისთან“ საკონკურენციოდ


Porsche 960 to be a Ferrari-fighting four-door coupe
5 მაისი
ბრიტანულ საავტომობილო გამოცემა „ქარ მეგზინის“ რეპორტიორმა ჯოჯრ კეჩერმა მოიპოვა „ფოლკსვაგენის“ წარმოების გეგმა, რომელიც 32 ახალი ავტომობილის გამოშვებას ითვალისწინებს. ამ ამოცანის შესრულება, გერმანულ გიგანტს დასახულ მიზნამდე მიიყვანს, რაც მსოფლიო ბაზრის ლიდერობაა.

„ფოლკსვაგენის“ ჯგუფის ამ ახალ ავტომობილებს, სამ ძირითად პლატფორმაზე დააფუძნებენ. ესენია MQB (ძრავის განივი განლაგებით), რომელიც უკვე შემუშავებულია და რომელზე დაფუძნებული ავტომობილიც (აუდი A3) უკვე გამოვიდა ბაზარზე. ეს პლატფორმა გამოდგება წინა და სრულამძრავიანი ავტომობილებისთვის (მალე მასზე დაფუძნებული ახალი გოლფიც გამოვა). მეორე პლატფორმაა MLB და მასში ძრავს გრძივი განლაგება აქვს. ამ შემთხვევაშიც, წამყვანი წინა ან ყველა ბორბალია. ეს პლატფორმა ძირითადად „აუდის“ და „ბენტლის“ ავტომობილებისთვისაა. მესამე პლატფორმაა MSB, რომელშიც ძრავი შეიძლება წინ, უკან, ან ბაზაში იყოს განლაგებული და ამ შემთხვევაში, წამყვანი ყველა, ან უკანა ბორბლებია. სწორედ ამ პლატფორმაზე აიგება „პორშე 960“.
კეჩერის თქმით, ეს ავტომობილი ბაზარზე 2015 წელს გამოვა. იყო ვარაუდი, რომ ამ ავტომობილს ორ მოდელს, 911-სა და 918-ს შორის ნიშა უნდა შეევსო. მაგრამ ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ „ფოლკსვაგენის“ გეგმაში, 960 იმ სიაშია შეტანილი, რომლებიც MSB-M (ანუ, შუაძრავიან) პლატფორმაზე აიგება. იმავე გეგმაში აღნიშნულია, რომ ეს ოთხკარიანი კუპე, წყვილტურბოიანი ჰორიზონტალურად ოპოზიტური, 6-ცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება და მან კონკურენცია „ფერარის“ შესაბამის მოდელს უნდა გაუწიოს.
აღსანიშნავია, რომ ამავე ავტომობილზე კეჩერი შარშანაც წერდა, თუმცა მაშინ ის უბრალოდ, შუაძრავიან კუპედ იყო მოხსენიებული, ანუ, კარების რაოდენობად ორი იგულისხმებოდა. მაშინ ფასზეც იყო ლაპარაკი და პორშე 960-ის დავარაუდ ფასად 200 000 ევრო სახელდებოდა.
გეგმის სხვა ნაწილში აღნიშნულია, რომ „ფოლკსვაგენი“ ახალ CC-ს გამოუშვებს, „პასატის“ ოჯახს კუპეს ვერსია დაემატება, ახალი „სკიროკო“ შეიძლება ამერიკაშიც შევიდეს, „ეოსს“ ალბათ შეცვლიან, „აუდი“ მესამე თაობის TT-ს ამზადებს, რომელსაც უფრო მკვეთრი ფორმები ექნება, ასევე გამოვა A4-ის „e-კვატრო“ ვერსია, იგივე სისტემით აღიჭურვება შემდეგი თაობის A6 და სხვა...

No comments:

Post a Comment