Tuesday, June 5, 2012

„ფერარი 458 იტალია“ „ვორშტაინერის“ ხელის შევლებით


Vorsteiner Readies a New Styling Kit for the Ferrari 458 Italia
5 ივნისი
ბევრისთვის „ფერარი 458 იტალია“ უნაკლო ავტომობილია, მაგრამ მათთვის, ვინც ასე არ ფიქრობს, არსებობენ სატუნინგო კომპანიები. ისეთები, როგორიცაა გერმანული „ვორშტაინერი“. მისმა სტილისტებმა გაბედეს და „458 იტალიას“ ხელი შეავლეს. რაც მთავარია, მათი შრომის შედეგად, ავტომობილი უფრო სწრაფი და უკეთ სამართავი გახდა.

„ვორშტაინერმა“ სპეციალურად „458 იტალიასთვის“ 21-დუიმიანი ბორბლები ჯერ კიდევ იანვარში შეიმუშავა. ახლა კი მანქანა ახალი აეროდინამიკური პაკეტითაც აღჭურვა. ამ ავტომობილს ლას ვეგასის გამოფენისთვის ამზადებენ, სადაც არაერთი სატუნინგო კომპანია გამოიტანს თავის შედევრს და ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ „ვორშტეინერის“ ავტომობილი მათ შორისაც ერთ-ერთი გამორჩეული იქნება.
აეროდინამიკური პაკეტის კოდური სახელია 458-V. მასში შესამჩნევია წინა სპოილერი, რომელიც თავისი შავი ფერით გამოირჩევა და ბამპერის ქვედა ნაწილთანაა დაკავშირებული, გვერდითა კალთები, რომლებიც მანქანას მთელ სიგრძეზე გასდევს, დიფუზორი და უკანა სპოილერი, რომელიც სტოპ ფარებს შორისაა „გაჭიმული“.
„ვორშტაინერის“ განცხადებით, აეროდინამიკური პაკეტის ყველა ელემენტი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. ამასთან, მწარმოებელი უფრო მეტ ინფორმაციას ამ ავტომობილზე წლის მეორე ნახევარში გვპირდება.

No comments:

Post a Comment