Saturday, June 2, 2012

„რედ ბულს“ ძირის კონსტრუქციას აცვლევინებენ


Red Bull forced to change floor design as FIA clarifies regulation over holes
2 ივნისი
„რედ ბულს“ თავისის არბოლი ავტომობილის ძირის უკანა ნაწილის შეცვლა მოუწევს. ამის მიზეზი ისაა, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკურმა კომისიამ, RB8-ს ძირის ის ნაწილი, რომელიც უკანა საბურავის წინ მდებარეობს, რეგლამენტთან შეუსაბამოდ სცნო.

FIA-მ თავისი გადაწყვეტილება გუნდებს წერილობითი ფორმით დაუგზავნა. ის ძალაში კანადის დიდ პრიზზე შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარკ უებერის გამარჯვება მონაკოს დიდ პრიზზე ძალაში რჩება. ამის მიზეზი ისაა, რომ FIA-მ ბაჰრეინის დიდი პრიზის წინ, იგივე ელემენტი, რომელსაც აეროდინამიკური დატვირთვა აქვს, ლეგალურად სცნო. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე გუნდს (ფერარი, მაკლარენი, მერსედესი) ეჭვები მონაკოს დიდი პრიზის წინ გაუჩნდათ, თუმცა FIA-ს თხოვნით, მათ კანადამდე თავი შეიკავეს. ამასთან, ფედერაცია მათ შეპირდა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას კანადურ ეტაპამდე მიიღებდა.
„რედ ბულში“ მიაჩნიათ, რომ რეგლამენტში არსებობს პუნქტები, რომლებიც ორგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და მათაც ამ შანსის გამოყენება სცადეს, თუმცა იმასაც ირწმუნებიან, რომ ამ პატარა ნახვრეტს (ფოტოზე) დიდი უპირატესობა არ მოაქვს. სწორედ ამიტომ, FIA-მ რეგლამენტს განმარტება დაუმატა, რომელიც ამბობს, რომ უკანა ბორბლების წინ, სრულად შეკრული ნახვრეტი არ შეიძლება მდებარეობდეს.

No comments:

Post a Comment