3 აგვისტო
„რენოს“ ესპანელმა დილერებმა, პოტენციურ მყიდველს საინტერესო
მარკეტინგული სვლა შესთავაზეს: ვინც სედან „ლაგუნას“ და მინივენ „ესპეისს“
შეიძენს, მას საჩუქრად პატარა ელექტრომობილ „ტვიზის“ გაატანენ. ანუ, ეს იმას
ნიშნავს, რომ ზემოთ ნახსენებ ორ ავტომობილზე ფასდათმობა 6990 ევროს შეადგენს,
ზუსტად იმდენს, რამდენიც „ტვიზის“ საბაზო ვერსია ღირს.
ფრანგული კომპანიის ესპანელი მარკეტოლოგები იმედოვნებენ,
რომ ასეთი ორიგინალური სვლით, დამატებით მყიდველსაც მოიზიდავენ და ელექტრომობილების
პოპულარიზაციასაც შეუწყობენ ხელს. ოღონდ, ინტერნეტ გამოცემა „ავტო ექსპრესის“
ინფორმაცია არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა სახით ხდება „ტვიზის“ ელემენტების ბლოკის
საფასურის გადახდა.
ჩვეულებრივ, „რენ0“ მყიდველს ამ ბლოკებს ლიზინგით
სთავაზობს. ანუ, თუ ელექტრომობილში 6990 ევროს გადაიხდით, ეს არ ნიშნავს, რომ მისი
ფასი მთლიანად გასტუმრებულია. ელემენტების ბლოკის ლიზინგი თვეში 48 ევრო ჯდება და
მას მყიდველი სამი წლის განმავლობაში იხდის.
რაც შეეხება აღჭურვილობას, საბაზო „ტვიზი“ პატარა,
5-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ავტომობილს 45 კმ/სთ
სიჩქარემდე აჩქარებს. ეს კი ქალაქისთვის სრულიად საკმარისია. მეორე ვერსიას 17-ცხენისძალიანი
ელექტროძრავი ამოძრავებს, რომლის მეშვეობითაც, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 80
კმ/სთ-ს აღწევს. ორივე შემთხვევაში, სვლის სიშორე დაახლოებით 100 კილომეტრია.
დაკიდევ,
უფრო სუსტი ვერსიის მართვისთვის, ლიცენზია საჭირო არაა. მთავარია, მძროლის ასაკი 16
წელზე მეტი იყოს.
ასევე წაიკითხეთ
„ჰირიკო“ – დასაკეცი ელექტრომობილი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/01/blog-post_25.html
გორდონ მარი ავტოინდუსტრიაში რევოლუციას ამზადებს
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7622.html |
No comments:
Post a Comment