Saturday, October 6, 2012

ჰამილტონი „მაკლარენის“ მანქანის დეტალებით დაინტერესდა


Hamilton logs McLaren details before Merc switch
6 ოქტომბერი
იაპონიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაში ლუის ჰამილტონის წარუმატებლობა შესაძლოა შემთხვევითი სულაც არ იყოს. პადოკში გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა მანქანის სხვადასხვა მონაცემებით უჩვეულო დაინტერესება გამოავლინა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც „მერსედესთან“ კონტრაქტი გააფორმა.

„მას ძალიან აინტერესებს გამოსაბოლქვი სისტემის დეტალები და მანქანის ტელემეტრიული მონაცემები“, - ამბობს „მაკლარენის“ ტექნიკური შტაბის წევრი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ამან წარმოშვა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ჰამილტონს თავის ახალ გუნდში, „მაკლარენის“ ჰოუ-ჰაუს გატანა სურს.
სუძუკაზე გამართულ პირველივე პრესკონფერენციაზე, ჰამილტონს კითხვა ამ საკითხზე დაუსვეს, რაზეც უპასუხა, რომ კარგად იცის „მაკლარენის“ გეგმების შესახებ და ისიც, თუ როგორი იქნება უოკინგელთა ახალი სარბოლი მანქანა. და დარწმუნებულია, რომ „მაკლარენი“ კვლავ კონკურენტუნარიანი იქნება, რის შესახებაც, პრესკონფერენციაზევე სერხიო პერესს გადაულაპარაკა.
„მერწმუნე, მომავალი სეზონისთვის კარგი მანქანა მზადდება. მე ეს ვიცი. ისიც ვიცი, რა სიახლეებს ამზადებენ ამ მანქანისთვის“, - ამბობს ჰამილტონი, ვინც საკმაოდ კარგად ერკვევა ტექნიკის საკითხებში და ბუნებრივია, საჭირო ინფორმაციის გატანაც შეუძლია. თუმცა, ამაზე არ სწუხს „მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში.
„მე თუ მკითხავთ, თუ სხვა გუნდისგან ინტელექტუალური საკუთრების მოპოვება გსურს, ამისათვის ინჟინერს უნდა მიმართო და არა მრბოლს. მე იმის იმედიც მაქვს, რომ ლუისი საკმაო პატივს სცემს გუნდს იმისათვის, რომ ასე არ მოიქცეს“...

No comments:

Post a Comment