Saturday, November 3, 2012

ჰამილტონი პოულზეა, ფეტელი კი - კუდში

Hamilton on pole while Vettel starts last
3 ნოემბერი
დიდი შანსია იმისა, რომ აბუ დაბის შემდეგ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდეს - მართალია, სებასტიან ფეტელმა კვალიფიკაციაზე მესამე ადგილი დაიკავა, ფერნანდო ალონსომ კი მეშვიდე, მაგრამ მოგვიანებით, გერმანელის შედეგი გაუქმდა, რის გამოც, მას ბოლო რიგიდან სტარტის აღება მოუწევს. დისკვალიფიკაცია კი „რედ ბულის“ მიერ საწვავის რეგლამენტის დარღვევა აღმოჩნდა.
საქმე ისაა, რომ კვალიფიკაციის დასრულების შემდეგ, ფეტელმა ბოქსში დაბრუნება ვერ შეძლო - მე-19 მოსახვევში რომ იყო, რადიოთი გაჩერების მითითება მიიღო. „რედ ბულის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი, ძრავის ცუდი სიმპტომები გახდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფეტელის მანქანის ავზში, საწვავი მხოლოდ 850 გრამი იყო. რეგლამენტი კი მოითხოვს, რომ რბოლის შემდეგ, საწვავი მინიმუმ ლიტრი უნდა იყოს, რათა მისი ანალიზი მოხერხდეს.
მოკლედ, სტიუარდებმა საჭირო რაოდენობით სინჯი ვერ აიღეს. მაგრამ ამის მიუხედავად, საქმის განხილვა 4 საათს გაგრძელდა და საბოლოოდ ფეტელის დისკვალიფიკაციით დასრულდა. ფეტელს ბოლო რიგში დადგომა მოუწევს და თუ მისი გუნდი მანქანის მომართვას შეცვლის, გერმანელი სტარტს პიტლეინიდან აიღებს.

ამგვარად, ფეტელმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვებისთვის შანსი, ფაქტობრივად სტარტამდე დაკარგა. აღსანიშნავია, რომ „რედ ბულის“ პილოტებს, წინა სამ რბოლაში, სტარტზე მოწინავე რიგი ეკავათ. ავსტრიულ გუნდს კი აბუ დაბიშივე შეეძლო კონსტრუქტორთა თასის განაღდება, მაგრამ როგორც ჩანს, ორი კვირა მოცდა მოუწევთ.
„დიდი ხანია, „რედ ბულზე“ წინ არ ვმდგარვართ. ჩემი მანქანა შესანიშნავად მუშაობს და იმედია, რბოლაშიც ასე იქნება“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც სინგაპურის რბოლის შემდეგ, პოულზე პირველად დადგება. სხვათა შორის, აბუ დაბიში ის რბოლას ყოველთვის წინა რიგიდან იწყებს.
რაც შეეხება ფეტელს, ჯერ კიდევ მესამე პრაქტიკის დროს, მის მანქანაზე მუხრუჭები გაჭირვეულდა, თუმცა პრობლემა კვალიფიკაციამდე აღმოიფხვრა. კვალიფიკაციის პირველ სეგმენტში კი გერმანელის მანქანა მუცლით ბორდიურს შეეხო, თუმცა ამას დაზიანება არ გამოუწვევია.
რაც შეეხება ალონსოს, მან განაცხადა, რომ მაქსიმალურად გაისარჯა, მაგრამ მეშვიდე დრო მისთვის ის მაქსიმუმი აღმოჩნდა, რისი საშუალებაც მანქანამ მისცა. და მაინც, რბოლაში ის უკეთეს შედეგს ელის.
სამაგიეროდ, კვლავ კარგად იასპარეზა ვენესუელელმა პასტორ მალდონადომ, რომელმაც მეოთხე დრო აჩვენა, სტარტზე კი, ფეტელის დაჯარიმების გამო, ჰამილტონის უკან დადგება.

აბუ დაბის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:40.630
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:40.978
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:41.073
4. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         1:41.226
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:41.260
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                1:41.290
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:41.582
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:41.603
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:41.723
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:41.778
- - - - - - - - - -
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:42.019
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:42.084
13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:42.218
14. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:42.289
15. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:42.330
16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:42.606
17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:42.765
- - - - - - - - - -
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:44.058
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:44.956
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:45.089
21. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:45.151
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1:45.426
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:45.766
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:46.382

სასტარტო განლაგება
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)
3. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)
13. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)
14. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)
15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)
22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)
24. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)

No comments:

Post a Comment