Monday, November 12, 2012

„სუბარუ BRZ მოტორსპორტ პროჯექტ“ - პრემიერა სიდნეიში


Subaru Unveils New BRZ Motorsport Project Car at Sydney Auto Show
12 ნოემბერი
ახალზელანდიელ მრბოლ პოსუმ ბურნის კომპანია „პოსუმ ბურნ მოტორსპორტსმა“, „სუბარუს“ უახლეს კუპე BRZ-ის ბაზაზე შეიმუშავა სარბოლი ავტომობილი, რომელიც ჯერ მხოლოდ ტემპერამენტიანი მანქანების ავსტრალიელი და ახალზელანდიელი ენთუზიასტებისთვისაა განკუთვნილი.

ავტომობილი, სახელად „BRZ მოტორსპორტს პროჯექტ“, პირველად სიდნეის მოტორ შოუზე წარადგინეს. მისი შემქმნელების ინფორმაციით, მყიდველს ამ ავტომობილს რამდენიმე ვერსიის სახით შესთავაზებენ. ამასთან, აღჭურვის დონეს თავად მყიდველი აირჩევს, რომლის განკარგულებაშიც საბაზო ავტომობილი იქნება, დანარჩენს კი თავად შეუკვეთავს.


„სუბარუ ავსტრალიას“ მმართველმა დირექტორმა ნიკ სენიორმა შოუზე განაცხადა, რომ „სუბარუ“ ჯერჯერობით აღარ აპირებს მოტორსპორტში მონაწილეობას. სანაცვლოდ კი თავისი პროდუქციის თაყვანისმცემლებს სატრეკო დღეებისთვის მომზადებულ სპორტულ ავტომობილებს ამ სახით შესთავაზებს.


„პირველივე დღიდან აშკარა იყო, რომ BRZ „უიკენდის მეომრებისთვის“ ზედგამოჭრილი მანქანაა. ამ ადამიანებს საკლუბო დონეზე რბოლები და უქმეებზე ორთქლის გამოშვება უყვართ. „პოსუმ ბურნ მოტორსპორტსმა“ შეიმუშავა პაკეტი, რომლებიც სწორედ ასეთი ენთზიასტებისთვისაა ზედგამოჭრილი. ამ კომპანიას საერთაშორისო დონის რეპუტაცია აქვს, რაც შესანიშნავი ინჟინრული გადაწყვეტებით და დეტალებზე ყურადღების გამახვილებით მოიპოვა“, - ამბობს სენიორი.


„BRZ მოტორსპორტს პროჯექტის“ საბაზო პაკეტში შედის: სალონის უსაფრთხოების კარკასი, „რეკაროს“ სარბოლი სავარძლები, „საბელტის“ ექვსწერტილოვანი ღვედები, საწვავის შეცვლილი სისტემა, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მსუბუქი ნაწილები, მათ შორის, კარის პანელები. გარდა ამისა, უფრო მაღალი დონის აღჭურვილობას ემატება საკიდარის მოდიფიკაცია, ახალი მუხრუჭები, მსუბუქი აკუმულატორი და ახალი ელექტრო გაყვანილობა, „რეკაროს“ „ფრთიანი“ სავარძლები და სისტემა ჰანს-ი, „ენკეის“ 18-დუიმიანი ბორბლები, „პირელის“ „P-ზერო R მოტორსპორტ“ საბურავებით.

აღჭურვის მესამე დონეში, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, მყიდველს ასევე სთავაზობენ ძრავის და გადაცემათა კოლოფის გაუმჯობესებას (კონკრეტულად მითითებული არ არის), ასევე სრულიად განსხვავებულ ფერში შეღებვას.

No comments:

Post a Comment