Monday, November 12, 2012

„ჰონდა მაიკრო კომიუტერი“ წარმოებისთვის ემზადება

Honda's Micro Commuter EV Edges Closer Towards Production
12 ნოემბერი
მსოფლიოს წამყვან ავტოკომპანიებს ახალი გატაცება აქვთ. ესაა პატარა საქალაქო ავტომობილები, რომლებიც ელექტრო ენერგიაზე მუშაობენ და რომელთა სალონიც მხოლოდ ერთ, ან ორ ადამიანს იტევს. ამ მიმართულებით ლიდერი „რენოა“, რომელმაც უკვე დაიწყო ორადგილიანი (სავარძლების ტანდემური განლაგებით) „ტვიზის“ წარმოება, რომელიც ბევრი ნიშნით, კვადროციკლადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
ამ ტრენდის აყოლას „ჰონდაც“ ეშურება, რომელმაც ტოკიოს შარშანდელ მოტორ შოუზე, პატარა კონცეპტუალური ელექტრომობილი „მაიკრო კომიუტერი“ წარადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონური კომპანია ამ ავტომობილს წარმოებისთვის ამზადებს.
„მაიკრო კომიუტერის“ გაბარიტებია: სიგრძე სულ რაღაც, 2500 მილიმეტრი, სიგანე 1250 მილიმეტრი, სიმაღლე 1445 მილიმეტრი. მის სალონში მხოლოდ ერთი ზრდასრული და ორი მოზარდი ადამიანისთვისაა ადგილი. ან, შესაძლებელია უკანა სავარძლის შეცვლა და მაშინ მძღოლის გარდა, მანქანაში ერთი ზრდასრული ადამიანიც მოთავსდება.

ავტომობილის ელექტრული დანადგარების ბლოკი, რომელშიც ელექტროძრავის გარდა, ელემენტების ბლოკი და საკონტროლო მოწყობილობაც შედის, ძირის ქვეშ და მანქანის უკანაა მოტავსებული. „ჰონდა“ ირწმუნება, რომ ელემენტების ბლოკის სრულად დამუხტვა 3 საათშია შესაძლებელი. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 60 კილომეტრის გავლა შეძლოს. ამასთან, მისი მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ იქნება.
გარდა ამისა, ავტომობილის მფლობელს შეუძლია გამოიყენოს თავისი პლანშეტური კომპიუტერი, რომელზეც შესაძლებელი იქნება სანავიგაციო და აუდიო სისტემად გამოყენება. პლანშეტი შეასრულებს მონიტორის მოვალეობას, რომელზეც ავტომობილის სხვადასხვა პარამეტრებს გამოიტანთ. ისვე შეასრულებს უკანა ხედვის კამერის მოვალეობასაც.
„ჰონდას ინფორმაციით, „მაიკრო კომიუტერი“ შეესაბამება როგორც იაპონურ, ასევე ევროპული ქვეყნების ტექნიკურ რეგლამენტებს. „ჰონდა“ საცდელი პროტოტიპების ტესტირებას მალე შეუდგება, რის შემდეგაც, მის სერიულ წარმოებას დაიწყებს.

No comments:

Post a Comment