”სუბარუ იმპრეზა ბერლინეტა” - ჯერ მხოლოდ სტუდიური კონცეპცია
Subaru Impreza Berlinetta Rear-Engine Concept Study
18 ივნისი
დიდი ხანია, ”სუბარუს” ფანები იმედოვნებენ და ლოცულობენ, რომ იაპონურმა კომპანიამ სპორტული კუპეს წარმოება დაიწყოს, მაგრამ ჯერჯერობით, მათი ოცნება ჰაერშია გამოკიდებული. მას შემდეგ კი, რაც ”სუბარუ” ”ტოიოტას” პარტნიორი გახდა, გაჩნდა იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს, მოსახდენი მოხდებოდა.დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ მალე ”სუბარუ” აუცილებლად დაიწყებს ”ტოიოტას” FT-86-ის მისეული ვერსიის წარმოებას. მაგრამ როგორი გარეგნობა ექნება ”სუბარუსეულ” სპორტსმენს? ამის თაობაზე, ჯერ მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება. თუმცა, იტალიურმა სადიზაინერო ფირმა ”ბეესტუდიამ” მარჩიელობას საქმის კეთება ამჯობინა და სპორტული ”სუბარუს” მისეული, მეტად საინტერესო ხედვა შემოგვთავაზა.
ესაა ”სუბარუ იმპრეზა ბერლინეტა”, ორადგილიანი კუპე, რომელიც მისი ავტორების ჩანაფიქრით, ”იმპრეზა STI-ის” ბაზაზე უნდა შეიქმნას. მაგრამ ისინი მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებენ - მათ ავტომობილზე ძრავი ბაზაში მოთავსდება და თუ ”იმპრეზაზე” წინა ცილინდრები ავტომობილის წინა მხარესაა მიქცეული, კონცეპტუალურ მოდელზე (რომელიც ჯერ მხოლოდ კომპიუტერით შემუშავებული ესკიზების სახით არსებობს) წინა ცილინდრები უკან ”გაიხედავენ”. ანუ ძალური დანადგარები (ძრავი და ტრანსმისია) 180 გრადუსით მობრუნდება.
”ბეესტუდიოს” განცხადებით, მათი ”ბერლინეტა” ფოლადის ოთხკუთხა მილებისგან შეკრულ სივრცობრივ ჩარჩოზე აიგება, ძარის ნაწილები კი შუშის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადდება. შესაძლებელია შასის ალუმინის ფურცლებისგან შეკვრა, ძარის კი კარბონის კომპოზიტისგან დამზადება, რაც ავტომობილს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.
No comments:
Post a Comment