Tuesday, October 19, 2010

”მიცუბიშიმ” ავსტრალიელებს სპორტული ელექტრომობილი უჩვენა

Mitsubishi i-MiEV Sport Concept Unveiled

19 ოქტომბერი

”მიცუბიშიმ” ავსტრალიაში, სიდნეის საავტომობილო გამოფენაზე, თავის ელექტრომობილ i-MiEV-ს სპორტული ვერსია წარადგინა. რა თქმა უნდა, სპორტული ავტომობილი, იმავე სახელწოდების მქონე ელექტრომობილის ბაზაზე შეიქმნა, რომელსაც იაპონური კომპანია თავის ფრანგ პარტნიორებს - ”პეჟოს” და ”სიტროენს” უმზადებს.

”i-MiEV სპორტს” ყველა ბორბალი წამყვანი აქვს, თუმცა ”მხოლოდ” სამი ელექტროძრავი ემსახურება. ამათგან, ორი წინა ბორბლებშია ჩამონტაჟებული, ერთი კი უკანა ღერძს ორივე ბორბლისთვის ატრიალებს. სამივე ძრავის მუშაობას კი კომპიუტერული სისტემა S-AWC (სუპერ ოლ ვილ კონტროლ). სამივე ძრავს ჯამში 680 ნიუტონმეტრი მაბრუნი მომენტის გამომუშავება შეუძლია, რაც 970-კილოგრამიანი მანქანისთვის მეტისმეტად ბევრია.

საბაზო i-MiEV-სგან განსხვავებით, ელექტრომობილს უფრო გრძელი ბაზა აქვს, რაც ინტერიერის მოცულობის გასაზრდელად გაკეთდა. სიმძიმის ცენტრის დაბლა დასაწევად, აკუმულატორების ბლოკი მანქანის ქვედა ნაწილში განლაგდა, მესამე ელექტროძრავი, დენის გარდამქმნელი და დამმუხტავი კი უკანა საბარგულის ქვეში მოთავსდა.

აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით, სპორტულ ელექტრომობილს 200 კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტომობილის სვლის სიშორის გაზრდას, მის სახურავზე განლაგებული მზის ელემენტები ემსახურება. იგივე დანიშნულება აქვს მის წინა ნაწილში მოთავსებულ დანადგარს (მის მოქმედების პრინციპს მიცუბიში არ ამხელს. ენერგიას ზოგავს თხევადკრისტალური სანათები, მუხრუჭებში გამოყოფილ ენერგიას კი სპეციალური რეგენერეტორი აგროვებს. ავტომობილზე სითბოს გადამამუშავებელი შუშები აქვს, რაც ჰაერის კონდიცირების აუცილებლობას ამცირებს.

No comments:

Post a Comment