Wednesday, January 5, 2011

”მერსედეს ბენცი” ”ბეემვე მეგასიტის” კონკურენტს ამზადებს

Merc plans BMW Mega City rival

5 იანვარი

”მერსედეს ბენცმა” წამოიწყო პროექტი, რომელსაც ”ბეემვეს” ანალოგიური პროექტის მსგავსად, ”მეგა სიტი მობაილიტი” უწოდა და რომლის მიზანიც, კომპაქტური ავტომობილის რამდენიმე კონცეპტუალური მოდელის შემუშავებაა. ამ მოდელის ბაზაზე კი შეიქმნება ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების ოჯახი, რომლებიც კონკურენციას იმავე ”ბეემვეს” ”მეგასიტის” და ”ფოლკსვაგენ Up-ის” ბაზაზე დამზადებულ ”აუდის” გაუწევენ.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ახალი პროექტის შემუშავება ”დაიმლერის” იოკოჰამას (იაპონია) სრუდიას დაევალა, რომელსაც ჰოლგერ ჰუტცენლაუბი ხელმძღვანელობს. ეს ინფორმაცია ინგლისურმა გამოცემა ”აუტოქარმა” გაავრცელა, რომლის ფოტორეპორტიორსაც, სტუდიაში შესვლის და რამდენიმე მასშტაბური მოდელის გადაღების უფლებაც მისცეს.

ჰუტცენლაუბის განმარტებით, პროექტის დამუშავება იაპონიაში იმის გამო გადაწყდა, რომ ამ ქვეყანაში, მცირეგაბარიტიანი ტრანსპორტის შექმნის დიდი გამოცდილება აქვთ. ”ჩვენ მარტო საავტომობილო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება არ გვაინტერესებს. ამ პროექტისთვის, ქალაქის მინი სახლების შექმნის ტექნოლოგიასაც გამოვიყენებთ, რაც მცირეგაბარიტიანი ავტომობილის შეზღუდული სივრცის რაციონალურად გამოყენებაში დაგვეხმარება”, - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი.

ის არ აკონკრეტებს ”მეგა სიტი მობაილიტის” დეტალურ ინფორმაციას, თუმცა იმას კი ადასტურებს, რომ პროექტის პირველი სერიული პროდუქტი ელექტრული სკუტერი იქნება, რომელიც ბაზარზე ”სმარტის” ბრენდით გაიყიდება. შესაძლოა, სწორედ ამ სკუტერის წინამორბედი პროტოტიპი იყო ის ეგზემპლარი, რომელიც პირველად პარიზის შარშანდელ ავტო შოუზე გამოჩნდა.

სკუტერის პარიზული პროტოტიპი ალუმინისა და ფოლადისგან შეკრულ ჩარჩოზეა ბაზირებული და მას მბიძგველ ძალას 4-კილოვატიანი ელექტროძრავი ანიჭებს, რომელიც ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორებისგან ღებულობს. შტუტგარტელები ირწმუნებიან, რომ ამ აკუმულატორის ტევადობა სკუტერს ერთი სრული დამუხტვით, 96 კილომეტრს გაატარებს. მაქსიმალური სიძქარე კი მხოლოდ 45 კმ/სთ იქნება.

No comments:

Post a Comment