Wednesday, January 5, 2011

”სუბარუ” ელექტრომობილ ”სტელას” წარმოებას შეწყვეტს

Subaru to Kill Stella Electric in 2012

5 იანვარი

სხვადასხვა მონაცემებით, ”სუბარუ სტელა” მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სერიული ელექტრომობილია, თუმცა მალე მისი წარმოება შეწყდება. ამის მიზეზი ის სულაც არაა, რომ იაპონურ კომპანიას ელექტრომობილების წარმოება აღარ სურს. უბრალოდ, ”სუბარუს” ხელმძღვანელობა სუბკომპაქტური ავტომობილების სეგმენტის დატოვებას განიხილავს.

”ჯაპან ტაიმსი” წერს, რომ ჯერ კომპანიას არ გადაუწყვეტია, თუ როდის შეწყდება სუბკომპაქტური ავტომობილების წარმოება. თუმცა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კონვეიერიდან ”სუბარუს” ბოლო მცირეგაბარიტიანი ავტომობილი მერმისს ჩამოვა. ”სტელას” წარმოება 2009 წელს დაიწყო. მაშინ იაპონურ კომპანიას გეგმაში ჰქონდა, რომ 2011 წლამდე 400 ცალი ელექტრომობილი უნდა გამოეშვა.

ელექტრული ”სტელა” 63-ცხენისძალიანი ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 170 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტსაც იძლევა. სწრაფად დამმუხტავის მეშვეობით, ”სტელას” ლითიუმ-იონური აკუმულატორები 80 პროცენტით 15 წუთში ივსება, 200-ვოლტიანი შტეპსელიდან სრულად დასამუხტად კი 5 საათია საჭირო.

”სუბარუ” არ განმარტავს, თუ რატომ წყვეტს ”სტელას” წარმოებას. აშკარაა, რომ მის სანაცვლოდ, წარმოებისთვის ახალი ელექტრომობილის მომზადება მოუწევს, რაშიც მას ალბათ ”ტოიოტა” დაეხმარება. მცირეგაბარიტიანი ავტომობილების წარმოების შეწყვეტა კი ცოტა გასაკვირიც კია, რადგან ამჟამად, მსოფლიო ავტობაზარზე, სწორედ ამ კლასის ავტომობილების პოპულარობის ზრდის აშკარა ტენდენცია შეინიშნება.

No comments:

Post a Comment