Tuesday, June 21, 2011

„ლენდ როვერი“ „გრანდ ევოკის“ გამოშვებას აპირებს

Land Rover Is Considering Grande Evoque Gap-filler
21 ივნისი
რაც ინდური „ტატას“ ხელში გადავიდა, „ლენდ როვერი“ თანდათან ზრდის თავის საწარმოო პროგრამას. მისი გააქტიურების პირველი მაუწყებელი, მოდელ „რეინჯ როვერ ევოკის“ წარმოების დაწყება იყო, ახლა კი, ამავე სახელწოდბით, კიდევ ერთი ახალი ავტომობილის გამოშვების ჯერი დგება, რომელმაც „ლენდ როვერის“ გამაში, „ევოკსა“ და „რეინჯ როვერ სპორტს“ შორის არსებული ნიშა უნდა შეავსოს.

რა თქმა უნდა, ჯერ ასეთი ავტომობილის მარკეტინგული პერსპექტივის შესწავლაა საჭირო. შემდეგ კი მისი შემუშავების და კონვეიერზე დაყენების ჯერ დადგება. ყოველივეს მიუხედავად, ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ახალ ავტომობილს, რომელსაც უკვე მოიხსენიებენ, როგორც „გრანდ ევოკს“, ბაზარზე კარგი მომავალი ელის. და ეს სპეციალისტების საკმაოდ თავდაჯერებული პროგნოზია. გამოცემა „ავტოქარი“, ინგლისურ კომპანიაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ „ლენდ როვერი“ ამ ახალი ავტომობილის მომავალს მალე გადაწყვეტს.
„გრანდ ევოკი“, თუ მის წარმოებას მწვანე შუქს აუნთებენ, ხუთკარიანი ავტომობილი იქნება. გარეგნულად ის „ევოკის“ სტილში შესრულდება, რომელიც „რეინჯ როვერის“ სახელით გამომავალი ავტომობილების საერთო სტილი ხდება. სალონი კი მას „ევოკზე“ გაცილებით ტევადი ექნება.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ზომის ავტომობილს, „ფრილენდერ 4-ის“ სახელით, „ლენდ როვერი“ უკვე აწარმოებს, თუმცა „გრანდ ევოკი“ უფრო სპორტული ქროსოვერი იქნება, დაახლოებით ისეთივე, როგორიც არის „ბეემვეს“ პოპულარული X6. „გრანდ ევოკის“ გარეგნობა სპორტულ აგრესიულობაზე იქნება ორიენტირებული და იმავდროულად, მის სალონში, უკანა სავარძლების მგზავრებისთვის საკმაოზე მეტი ადგილი იქნება, რასაც ძნელად თუ ვიტყვით X6-ზე.
რაც შეეხება ძრავებს, ახალი ავტომობილი მათ „ევოკისგან“ მიიღებს. ესაა ბენზინის 2.0-ლიტრიანი და დიზელის 2.2-ლიტრიანი აგრეგატები, რომელტა მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტსაც, სტანდარტული შესრულებით, ტრანსმისია წინა წამყვან ბორბლებს მიაწვდის. გარდა ამისა, „ავტოქარი“ გვამცნობს, რომ პლატფორმა LR-MS დაახლოებით 300 მილიმეტრით დაგრძელდება. ნამატის ნაწილს ინტერიერისთვის გამოიყენებენ, ნაწილს კი საბარგულისთვის...

No comments:

Post a Comment