Tuesday, June 21, 2011

„აუდის“ ყველაზე ეკოლოგიური A1

Audi A1 1.6 TDI
21 ივნისი
„აუდიმ“ თავისი ყველაზე პატარა ავტომობილის, ჰეჩბეკ A1-ის ყველაზე ეკოლოგიური ვერსიის გაყიდვა დაიწყო. ახალი ავტომობილი დიზელის 1.6-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 104 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს 100 გრამზე ნაკლები ნახშირორჟანგით აბინძურებს.

ძრავთან ხუთსაფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული, რომელსაც სპეციალური მოდერნიზაცია ჩაუტარდა იმ მიზნით, რომ ავტომობილის საწვავის ხარჯი შემცირებულიყო და ეკოლოგიურობა გაუმჯობესებულიყო. ყოველივეს შედეგი ისაა, რომ ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 4 ლიტრი საწვავი ჰქოფნის.
სამაგიეროდ, აკოლოგიური A1 საკმაოდ მოკრძალებული ტემპერამენტით გამოირჩევა: ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად მას 10.5 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 190 კმ/სთ-ია.
რაც შეეხება აღჭურვილობას: მასში შედის სისტემა სტარტ-სტოპი, სისტემა ESP (ელექტრონული სტაბილიზაცია), კონდიციონრეი, CD-პლეიერი. „აუდი A1 1.6 TDI-ს“ საბაზო ღირებულება 16 400 ევროა, მისი მაქსიმალური ფასი კი 20 200 ევროს აღწევს.

No comments:

Post a Comment