Tuesday, July 5, 2011

კიევში „ფერარის“ სადილერო ცენტრი გაიხსნა

Kiev Sees First Ferrari Dealership Opened in Ukraine
5 ივლისი
„ფერარიმ“ უკრაინაში თავისი პირველი სადილერო ცენტრი ქალაქ კიევში გახსნა. შოურუმი ქალაქის ცენტრში, შოთა რუსთაველის ქუჩის 16A ნომერში გაიხსნა. მისი ფართობი 380 კვადრატული მეტრია და მასზე იტალიური კომპანიის სამოდელო გამის უკლებლივ ყველა ავტომობილი ეტევა. გარდა ამისა, შოურუმშივე მოთავსდა სპეციალური კუთხე, სადაც მყიდველს სასურველი ავტომობილის კონფიგურაციის შერჩევის საშუალება მიეცემა. შოურუმშივე მოტავსდა მინიმაღაზია, სადაც „ფერარის“ აქსესუარების შეძენაა შესაძლებელი.
„საგამოფენო არეში სპეციალური განათება გვაქვს, რომელიც ავტომობილების კარგად გაშუქების საშუალებას გვაძლევს. აქვეა პერსონალიზაციის კუთხე, სადაც კლიენტს, ოპციების შერჩევასა და მისთვის სასურველი კონფიგურაციის შემუშავებაში დავეხმარებით. შოურუმის დიდი შუშები კი იმის საშუალებას იძლევა, რომ აქ მდგარი მანქანები ქუჩიდანაც კარგად ჩანდეს. ინტერიერი კი „ფერარის“ ძველი და ახალი ფოტოებითაა მორთული“, - ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში.
შოურუმის გახსნის ცერემონიას „ფერარის“ პარტნიორი კომპანიის, „რედქარის“ გენერალური დირექტორი გენადი ოვჩარუკი მასპინძლობდა. „რედქარი“ მფლობელია კომპანია „ფერარი კიევისა“, რომელიც უკრაინაში იტალიური სუპერ ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტერია. ცერემონიას ასევე დაესწრნენ „ფერარის“ ვიცე პრეზიდენტი გაყიდვებსა და მარკეტინგში, ენრიკო გალიერა, ასევე „ფერარის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის შტოს შეფი შტეფან მიულერი და „ფერარის“ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის გაყიდვების მენეჯერი მასიმო გალოტა.
„ვამაყობთ იმით, რომ უკრაინაში „ფერარის“ წარმომადგენლები ვხდებით. ეს დიდი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც და ყველაფერს ვიღონებთ, რათა ჩვენმა მყიდველმა სრული სიამოვნება მიიღოს. ამ დაუვიწყარი მომენტისთვის მზადება ერთი წლის წინ, „ფერარის“ კორპორატიული სტანდარტების შესწავლით და პერსონალის იტალიაში მომზადებით დავიწყეთ. შოურუმის დიზაინის შემუშავებისას კი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი ვითვალისწინებდით. დრეს კი კლიენტისთვის სრულყოფილი სერვისის შეთავაზებისთვის მზად ვართ. ჩვენთვის გახსნა კიევის რიგითი შოურუმის პრეზენტაცია არაა. ეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დონეზე აღიარების ტოლფასია“, - საპრეზენტაციო გამოსვლისას განაცხადა ოვჩარუკმა.

No comments:

Post a Comment