Thursday, July 7, 2011

„კია“ ფრანკფურტში სპორტულ მოდელს წარადგენს

Kia to show rear-drive V8 coupe concepts
7 ივლისი
იყო დრო, როცა „კია მოტორსი“ იაფფასიანი, საკმაოდ მდარე ხარისხის ავტომობილების მწარმოებლად იყო ცნობილი. მაგრამ ეს დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს კორეული კომპანია, რომელიც კორეულივე „ჰიუნდაის“ ჯგუფში შედის, დახვეწილი გარეგნობის, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებულ და იმავდროულად, ხელმისაწვდომ ავტომობილებს აწარმოებს. სწორედ ეს კომბინაციაა იმის მთავარი მიზეზი, რომ გლობალური კრიზისის პერიოდშიც კი, „კიას“ (ისევე როგორც ჰიუნდაი) გაყიდვები მუდმივად იზრდებოდა.

დღეს კი, იმისათვის, რომ „ჰიუნდაისთან“ შიდა კონკურენცია თავიდან აირიდოს, „კია“ სპორტული ავტომობილების მწარმოებლის სტატუსის მორგებასაც ცდილობს, რაშიც თავის მნიშვნელოვან როლს, კორეულ კომპანიაში „ფოლკსვაგენიდან“ გადმოსული, მისი ყოფილი მთავარი დიზაინერი პეტერ შრაიერიც თამაშობს. სპორტულ იმიჯზე „კიას“ გადასვლის გეგმა, კომპანიის ხელმძღვანელობამ შარშან გამოაცხადა და მას შემდეგ, სპეციალისტები კორეელებისგან ტიპიურ სპორტულ ავტომობილს, კუპეს ელიან. მითუმეტეს, „კიამ“ ამ კლასის კონცეპტუალური ნიმუშები (მაგალითად, კი (ფოტოზე) და კუპი) რამდენიმე გამოფენაზე გვიჩვენა. მაგრამ დღემდე კონვეიერზე ასეთი არაფერი გამოჩენილა.
და აი, ბრიტანული გამოცემა „უოთ ქარ?“ იუწყება, რომ „კია“ წარმოებისთვის ერთდროულად, ორ სპორტულ მოდელს ამზადებს, რომელთაგან ერთის კონცეპტუალურ ვერსიას ფრანკფურტის ავტო შოუზე წარადგენს, მეორეს კი - დეტროიტის შოუზე. უფრო მეტიც, გამოცემას მოჰყავს კომპანიის პრეზიდენტი ჰიუნ-კეუნ (ჰანკ) ლის სიტყვები, რომელთა მიხედვითაც, ფრანკფურტში წარდგენილი ავტომობილი „კიას“ ახალი ფლაგმანი სედანის პლატფორმას დაეყრდნობა და ის V8 ძრავით (პირველად კიას ისტორიაში) იქნება აღჭურვილი. ამათგან ფრანკფურტული ვერსიის სერიული წარმოება 2015 წელს დაიწყება.
გარდა ამისა, ჟურნალი გვაცნობებს, რომ „კია“ სხვა სპორტულ ავტომობილებსაც გამოუშვებს, რომლებიტაც კონკურენციას „ფოლკსვაგენ შიროკოს“, „რენო მეგან კუპესა“ და „მაზდა MX-5-ს“ გაუწევს.

No comments:

Post a Comment