Thursday, July 7, 2011

„სუბარუ“ სამ ახალ ავტომობილს და ჰიბრიდს გამოუშვებს

Subaru Will Launch Three New Cars Plus a Hybrid by 2013
7 ივლისი
იაპონურმა კორპორაცია „ფუძი ჰევი ინდასტრიზმა“ ახლახანს თავისი საავტომობილო შტროს - „სუბარუს“ განვითარების ხუთწლიანი გეგმა გამოაქვეყნა, რომელსაც „მოუშნ-V“ ეწოდა და რომელიც, მინიმუმ სამი ახალი ავტომობილის და ერთი ჰიბრიდული მოდელის გამოშვებას ითვალისწინებს. ამ გეგმის მთავარი მიზანი, „სუბარუს“, როგორც ავტომწარმოებლის ზრდაა.
მისი შესრულების შემთხვევაში, 2016 წელს „სუბარუმ“ 900 000 ავტომობილი უნდა გაჰყიდოს, რაც მის ახლანდელ გაყიდვებზე 40 პროცენტით მეტია. აქედან 180 000 ავტომობილი ჩინურმა ბაზარმა უნდა „აითვისოს“, ამერიკაში კი გაყიდვები 380 000-ს მიაღწევს (შარშან იქ 263 820 ავტომობილი გაიყიდა).

ჯერჯერობით, იაპონურ კომპანიას არ დაუზუსტებია, რა ტიპის ახალი მოდელების წარმოება იგეგმება. ჰიბრიდის შესახებაც არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, ის შეიზლება კონცეპტუალურ ჰიბრიდულ „ტურერის“ ბაზაზე ააგონ, ავტომობილისა, რომელიც „სუბარუმ“ ორი წლის წინ, ტოკიოს ავტო შოუზე გვიჩვენა.
ეს კონცეპტუალური ავტომობილი 2.0-ლიტრიანი ჰორიზონტალურ-ოპოზიტური ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა და ტურბოდამჭირხნი ემსახურება. მის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს კი უსაფეხურო ვარიატორი გარდაქმნის. ჰიბრიდული სისტემი მთავარი ნაწილი კი ორი ელექტროძრავია, რომელთაგან ერთი წინა ღერძს ემსახურება, მეორე კი - იკანას.
„სუბარუს“ გეგმაში ასევე შედის საწარმოო ხარჯების მნიშვნელოვანი (20 პროცენტით) შემცირება. იაპონური კომპანია არც იმას აზუსტებს, თუ რა გზით მიაღწევს ამას. როგორც ჩანს, ამ საქმეში „სუბარუს“ „ტოიოტასთან“ მეგობრობა გამოადგება. ეს ორი კომპანია უკვე მუშაობს ახალ სპორტულ მოდელზე, რომელსაც საკუთარი მარკით ორივე გამოუშვებს. და სავარაუდოდ, ასეთივე კოოპერაცია სხვა მოდელებზეც (მათ შორის, სუბარუს სამ ახალ ავტომობილსა და ჰიბრიდზეც) გავრცელდება. ამასთან, ისინი ერთობლივად ახალი ქროსოვერის შასისაც შეიმუშავებენ.

No comments:

Post a Comment