Friday, July 15, 2011

„ლექსუს ელერონი“ - კონცეპცია ცვალებადი აეროდინამიკით

Lexus Aileron Concept
15 ივლისი
კონცეპტუალური ავტომობილები, რომლებსაც სტუდენტები ქმნიან, ხშირად ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს, როგორებსაც ჯერ ადამიანი არ ფლობს. თუმცა, ეს ახალგაზრდა გონებას, შემოქმედებით აზროვნებაში ხელს არ უშლის. ერთ-ერთი ასეთი ნამუშევარია სამხრეთ კორეის ჰონგ-იკ-ის უნივერსიტეტის სატრანსპორტო დიზაინის სტუდენტ ძიუნ სეოს „ლექსუს ელერონი“, ღია ავტომობილი, რომელსაც ძარის ფორმის შეცვლა, გადაადგილების სიჩქარის შესაბამისად „შეუძლია“.

ავტომობილის ძარა, არარსებული მასალისგან შეიქმნება, რომელსაც პროექტის ავტორმა ბიო-ფოლადი შეარქვა. სხვათა შორის, სეო განმარტავს, რომ ეს მასალას, ძარის პანელების მოძრაობას არ განაპირობებს. რა თქმა უნდა, კორეელმა სტუდენტმა დაზუსტებით ვერც ის თქვა, თუ როგორ მიაღწევს ძარის იმგვარად პანელების ურთიერთგადაადგილებას, რომ ძარის სიმტკიცე და სტრუქტურა არ დაირღვეს და იმავდროულად, მან აეროდინამიკური სანიშნულებაც შეასრულოს.
სტუდენტი მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ ძარის წინა ნაწილი შრეებისგან შედგება, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, იხსნება, ან იკეცება და შესაბამისად, ავტომობილის აეროდინამიკურ მახასიათებლებს ცვლის. ის არც ავტომობილის ძალურ აღჭურვილობაზე ამბობს რამეს. მისი ნამუშევრობის ფუტურისტულობის მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ „ლექსუს ელერონის“ უკანა ნაწილში მოთავსებული ძრავი ელექტრონული იქნება.
რაც შეეხება ავტომობილის ინტერიერს, იქ მხოლოდ ორ სავარძელს ნახავთ, რომლებსაც ერთმანეთისგან ძალიან მაღალი ცენტრალური კონსოლი ჰყოფს და ამგვარად, ორ კოკპიტს წარმოქმნის. მძღოლის ხელთ კი თვითმფრინავის შტურვალის მსგავსი მოწყობილობაა. უნდა ითქვას, რომ სპორტული ავტომობილისთვის (გარეგნობის მიხედვით, სწორედ ასეთია ლექსუს ელერონი), სალონის სპარტანულობა ნაკლი ნამდვილად არაა...
ძიუნ სეო ვარაუდობს, რომ მის მიერ მოფიქრებული კონცეპტუალური ავტომობილი მსუბუქი, ეკონომიური და იმავდროულად, სწრაფი იქნება. რა უფლება გვაქვს, არ დავუჯეროთ...

No comments:

Post a Comment