Thursday, July 21, 2011

„სმარტი“ გამრავლებას აპირებს

Smart Roadster revealed
21 ივლისი
დღეს „სმარტის“ მარკით „დაიმლერი“ ერთადერთ ავტომობილს უშვებს, თუმცა მალე ამ ჯუჯა ავტომობილს მთელი ოჯახი შეეძინება. ბრიტანულ გამოცემა „ავტოექსპრესის“ ინფორმაციით, მალე კომპანიის შოურუმებში ახალი „როდსტერი“ გამოჩნდება, მას კი სრულამძრავიანი „სმარტი“ მოჰყვება.
ეს ინფორმაცია „ავტოექსპრესის“ რეპორტიორს „სმარტის“ ერთ-ერთმა დილერმა მიაწოდა, ვისაც კომპანიის საწარმო მოუნახულებია. უფრო მეტიც, საწარმოს ერთ-ერთ თანამშრომელს მისთვის უთქვამს, რომ შემუშავების სტადიაშიაუგზოობის „სმარტი“, რომელმაც კონკურენცია „მინის“ უგზოობის „ქანთრიმენს“ უნდა გაუწიოს.
ახალი როდსტერის დიზაინი კონცეპტუალური „ფორსპიდის“ სტილში შესრულდება, ავტომობილის, რომელიც „სმარტმა“ ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე გვიჩვენა. თუმცა, პროპორციებით ახალი ავტომობილი პირველ „როდსტერს“ დაემსგავსება, რომელსაც დაბალი კლირენსი აქვს.
უგზოობის მოდელი კი მოდელ „ფორფორის“ სტილში შესრულდება, რომლის წარმოებაც ხუთი წლის წინ შეწყდა. ეს იქნება „სმარტის“ ოჯახის ყველაზე დიდი წევრი, რომელიც ამ კომპანიის სხვა ავტომობილების მსგავსად, ორ ფერში შეიღებება. მისი მზიდი სტრუქტურა კი ერთ ცენტრალურ უჯრედს დაეფუძნება.
არც ისაა გამორიცხული, რომ უგზოობის „სმარტი“ „მერსედესის“ ახალი B-კლასის პლატფორმაზე ააგონ. რა თქმა უნდა, ამ პლატფორმას მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია ჩაუტარდება. ჯერჯერობით უცნობია ახალი როდსტერის პლატფორმა, თუმცა სავარაუდოდ, მას „დაიმლერი“ თავის პარტნიორ „რენო ნისანისგან“, კერძოდ კი, ფრანგულ-იაპონური ალიანსის მოდელ „ტვინგოსგან“ (ახალი თაობის) მიიღებს. ამავე პლატფორმაზე მომავალში ახალ მოდელ „ფორთუსაც“ ააგებენ. ეს უკანასკნელი და ახალი „ფორფორი“ „სმარტის“ შოურუმებში 2014 წლიდან გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment