Chevrolet Records Best-Ever First Half with 2.35 Million Global Sales
21 ივლისი
ასი წელია, ეს კომპანია არსებობს და ნახევარ წელიწადში ჯერ ამდენი ავტომობილი არ გაუყუდავს - ახლახანს გამოქვეყნებული სტატისტიკის შესაბამისად, „ჯენერალ მოტორსის“ ყველაზე გაყიდვადმა ბრენდმა, პირველ ექვს თვეში უკვე 2.35 მილიონი ავტომობილის გაყიდვა მოასწრო. ეს კი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 286 499 ავტომობილით, ანუ დაახლოებით 14 პროცენტით მეტია.
გლობალურ ბაზარზე გაყიდვების ზრდა, „შევროლესთვის“ ხუთ ძირიტად ბაზარზე გაყიდვების მომატებამ განაპირობა. აშშ-ში გაყიდვები 16 პროცენტითაა გაზრდილი, ჩინეთში 15 პროცენტით, რუსეთში, სადაც ეს ბრენდი ყველაზე გაყიდვადია, 54 პროცენტით, კანადაში 8 პროცენტით, ბრაზილიაში კი - მხოლოდ 0.4 პროცენტით.
„შევროლეს“ მოდელებს შორის ყველაზე პოპულარული „კრუზია“, რომელიც უკვე 330 000 ცალია გაყიდული. კარგი გაყიდვებით ასევე გამოირჩევა „სპარკი“, „ავეო“ და „ორლანდო“. სხვათა შორის, რაც ბაზარზე პირველად გამოჩნდა (2009 წელს), „კრუზი“ უკვე 800 000 ცალზე მეტია გაყიდული და „შევროლე“ იმედოვნებს, რომ მალე მილიონიან ზღვარს გადალახავს.
„მოდელ „კრუზის“ წარმატება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ როცა მომხმარებლის რჩევებს და სურვილებს ითვალისწინებ, კარგი შედეგი გარანტირებულია. კომპაქტურ ავტომობილზე ჩვენ იმაზე მეტი რამ შევთავაზეთ, ვიდრე მოელოდნენ. სწორედ ამის შედეგია ის, რომ მალე ამ ავტომობილს მემილიონე მყიდველი გამოუჩნდება“, - ამბობს „ჯენერალ მოტორსის“ უფროსი ვიცე პრეზიდენტი მერი ბარა, ვინც გლობალური პროდუქციის განვიტარებას კურირებს.
330 000 „კრუზის“ გაყიდვა, შარშანდელთან შედარებით, 132-პროცენტიანი ზრდაა. ამავე პერიოდში, 100 000 ცალი, ანუ შარშანდელთან შედარებით, 110 პროცენტით მეტი „სპარკია“ გაყიდული და 150 000 ცალი „ავეო“, რაც ამ მოდელისთვის სარეკორდო მაჩვენებელია და ეს მეტწილად, ბაზარზე მისი მოდიფიცირებული ვერსიის გამოსვლის შედეგია.
No comments:
Post a Comment