Saturday, July 23, 2011

რუსთავის მშენებარე ავტოდრომი (ივლისი)

23 ივლისი
რუსთავის ავტოდრომი თავიდან შენდება და მალე ალბათ პირველ (საჩვენებელ) რბოლასაც უმასპინძლებს. მისი კონფიგურაცია მინიმალურადაა შეცვლილი და ესეც უფრო იმიტომ, რომ უსაფრთხოების მოთხოვნები იყო გასათვალისწინებელი. სამწუხაროა, მაგრამ პირველი მოსახვევი ძველებურად გიჟური ვეღარ იქნება, მაგრამ პროგრესი მსხვერპლს მოითხოვს...
მოკლედ, დღეს მისი მშენებლობის პროცესი ერთად დავათვალიეროთ. დანარჩენი კი თანდათან...

23 ივლისი, რუსთავის ავტოდრომის მშენებარე პიტლეინი

ბოქსების შენობის აქეთა ნაწილს, მსაჯების კოშკი დაედგმება

ესეც მშენებარე პიტლეინი უფრო ახლოდან

სტარტ-ფინიშის სწორი პიტლეინისწინა ადგილიდან

აქ, ბოქსების უკან, იქნება პადოკი

ეს მეორე სწორი მონაკვეთია - სტარტ-ფინიშის სწორის პარალელური, შუაში მცირე ტეხილი აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, იქ სიჩქარეს ადრე არავინ აგდებდა...

აი, ეს ტეხილიც

ისევ ეს ტეხილი - თთქოს მკვეთრია, მაგრამ სინამდვილეში, საკმაოდ გახსნილია...

ეს პირველი S-მოსახვევია, ამ ადგილის გავლა (თითქმის სრული გაზით - მანქანას და მის შესაძლებლობებს გააჩნია) უზარმაზარი სიამოვნების მომტანია

წინა პლანზე პირველი S-ის შემდგომი სწორის პატარა მონაკვეთი ჩანს, შორს კი მეორე S-ს ექსკავატორი აწესრიგებს

ექსკავატორი მეორე S-ის მომიჯნავე გრუნტს წნეხავს

მიწაყრილების უკან რომ გატკეპნილი გზაა, მაგას მომავალი პადოკისკენ მივყავართ, იქით მშენებარე ბოქსებიც ჩანს...

ეს გვირაბი პადოკს ტრასის გარე სამყაროსთან აკავშირებს, გვირაბიდან გამომავალ გზას კი პადოკისკენ მივყავართ

ესეც იგივე გზაა...

ამ გზას გვირაბის შესასვლელისკენ მივყავართ

ეს კი მეორე S-ია

ეს გვირაბის შესასვლელი

ეს პირველი S-ია, რომელსაც ორივე მოსახვევის შემდეგ უსაფრთხოების ზონა ექნება

ეს მეორე S-ია, აქაც უსაფრთხოების საკმაოდ ფართე ზონები იქნება

ეს ისევ გვირაბის შესასვლელი. მსგავსი კონსტრუქცია, ოღონდ აშკარად უფრო პატარა, რიგის ბიკირნიეკის ტრასაზეა

ეს 180-გრადუსიანი მოსახვევი პირველ და მეორე S-ებს შორისაა. ძველთან შედარებით, საკმაოდ გაფართოებული ჩანს. შეიძლება ასე იმიტომ მეჩვენება, რომ შიდა რადიუსის შიგნით, გრუნტზე მაღალი ბალახები აღარაა...

ამ ადგილიდან ტრასის ყველაზე საინტერესო ადგილები ჩანს. ეს დაახლოებით იქაა, სადაც პირველი, ეგრეთ წოდებული გაწელილი მოსახვევი მთავრდება და სწორში გადადის. მარჯვენა დაბალ კუთხეში გვირაბის შესასვლელისკენ მიმავალი გზა მოჩანს, შუაში პირველი S-ის შემდგომი სწორი, იქით კი - მეორე S


No comments:

Post a Comment