Buemi gets five-place grid penalty for Hungary after Heidfeld crash
24 ივლისი
გერმანიის დიდი პრიზის სტიუარდებმა, რბოლის ბოლოს განიხილეს სებასტიან ბუემისა და ნიკ ჰაიდფელდს შორის მომხდარი ავარიის მიზეზები და დაასკვნეს, რომ ინციდენტი შვეიხარელი პილოტის მიზეზით მოხდა, რის გამოც, ის უნგრეთის რბოლის სტარტზე,, კვალიფიკაციაზე მოპოვებულზე ხუთი ადგილით უკან დადგება.
მოსახვევთან მიახლოებისას, ჰაიდფელდმა თავისი „რენო“ გარე ტრაექტორიაზე გაიყვანა და იქიდან სცადა გასწრება. მაგრამ ბუემის „ტორო როსომ“ მოულოდნელად გერმანელის მანქანისკენ წაინაცვლა. ამან კი რეაგირება ვერ მოასწრო და მისი მანქანის წინა მარცხენა ბორბალი შვეიცარიელის უკანა მარჯვენა ბორბალს შეეჯახა.
კიდევ კარგი, ამ დროს ისინი დაბალი სიჩქარით მოძრაობდნენ, რის გამოც, შეჯახებამ „რენო“ ოდნავ მაღლა ააგდო, რის შემდეგაც, ჰაიდფელდმა მასზე კონტროლი დაკარგა. დაზიანდა ბუემის მანქანაც - მას ბორბალი გაუსკდა, თუმცა ამის მიუხედავად, მან გზა განაგრძო, ბოქსში შევიდა და საბურავები შეცვალა. საბოლოოდ კი შვეიცარელმა პილოტმა რბოლა მე-15 ადგილზე, გამარჯვებულთან ერთწრიანი ჩამორჩენით დაასრულა.
„მოსახვევის წინ ჰაიდფელდი დამეჯახა, რა დროსაც მარჯვენა უკანა ბორბალი დამიზიანდა და მისი შეცვლა მომიხდა. ამან ჩემი სტრატეგია აურია. ძალიან არასახარბვიელო ეტაპი იყო. ჩვენი გამოსვლით ისედაც უკმაყოფილო ვიყავით. ვიმედოვნებ, უნგრეთში უკეთესი შედეგი გვექნება“, - ვითომც არაფერი მომხდარიყოს, ისე განაცხადა ბუემიმ, ვინც კვალიფიკაციის შემდეგაც დააჯარიმეს - მისი მანქანის ავზიდან აღებული საწვავი, სტანდარტს არ შეესაბამებოდა.
სხვათა შორის, სტარტზე ჰაიდფელდი პოლ დი რესტას დაეჯახა, რის გამოც, სტიუარდებისგან პიტლეინზე უქმედ გავლით დაჯარიმდა, მაგრამ ამ ჯარიმის მოხდა ბუემისთან ავარიის გამო ვერ მოასწრო.
No comments:
Post a Comment