Tuesday, August 9, 2011

შუმახერი წასვლაზე ფიქრობს


Schumacher Admits Eyeing Return To Retirement
9 აგვისტო
მიხაელ შუმახერი აღიარებს, რომ ამჟამად ის კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. „კორიერე დელო სპორტის“ ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს „მერსედესის“ გუნდთან მომავალ სეზონზეც აქვს კონტრაქტი, არაა გამორიცხული, რომ ამ სეზონის დასრულების სემდეგ, თავისი შლემი ლურსმანზე დაკიდოს.

„როცა „მერსედესში“ მოვედი, ჩემი მიზანი იყო არა გამარჯვება ნებისმიერ ფასად, არამედ გუნდის ზრდა. არაა გამორიცხული, რომ პრობლემა ჩემშია. ფაქტია, რომ უწინდლზე მოდუნებული ვარ და არ ვიცი, ჩემი ეს განწყობა შეესაბამება თუ არა გუნდისას. მოვა დრო და გადავწყვეტ, გაჩერება სჯობს, თუ გაგრძელება“, - გაზეთთან საუბრისას ამბობს შუმახერი.
თუ ის ამ სეზონის ბოლოს წასვლას გადაწყვეტს, მისი ადგილის დაკავების ყველაზე რეალურ კანდიდატად „ფორს ინდიას“ ბრიტანელი პოლ დი რესტა მოიაზრება.

No comments:

Post a Comment