Tuesday, August 9, 2011

„ბეემვეს“ სუბ-ბრენდი i სოკოსავით მრავლდება


Rumors Go i-crazy: BMW Reportedly Considering i4, i5 Models
9 აგვისტო
„ბეემვეს“ ტრანსფორმაცია თვალსა და ხელს შუა ხდება. გერმანულმა კომპანიამ ახლახანს გვიჩვენა თავისი პირველი ორი ელექტრომობილი, რომლებსაც მალე სუბ-ბრენდ i-ს სახელით გამოუშვებს და აი, ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია კიდევ ორი ელექტრომობილის შესახებ, რომლებმაც, თუ მათი ნუმერაციით ვიმსჯელებთ, სწორედ გუშინდელ დებიუტანტებს - i3-სა და i8-ს შორის უნდა დაიკავონ ადგილები.

მათ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის წყარომ - ბავარიული კომპანიის საქმეებზე სპეციალიზებულმა ვებგვერდმა „ბიმერფაილმა“, ეს ორი ავტომობილი, i4-ად და i5-ად გაგვაცნო. ჯერჯერობით არაფერი თქმულა იმაზე, თუ რა ტიპის ძარებით აღიჭურვება ეს ორი ავტომობილი, რა ზომა ექნება მათ და ასე შემდეგ.
სამაგიეროდ, მათი პლატფორმების შესახებ, გარკვეული ვარაუდები არსებობს. კერძოდ, i3 თავის პლატფორმას i4-ს გაიზიარებს. ოღონდ, ეს პლატფორმა დაგრძელდება, სალონში კი მხოლოდ ორი სავარძელი მოთავსდება. გამოდის, რომ i4 კუპე (ან როდსტერი) იქნება. შესაბამისად, ამ მანქანას უკანა წამყვანი ბორბლები ექნება და სავარაუდოდ, ის იმავე აგრეგატით აღიჭურვება, რითაც i3.
ესაა ელექტროძრავი, რომელიც 170 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს გამოიმუავებს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ i3-მა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე დაახლოებით 8 წამში აკრიფოს, მაქსიმალური სიჩქარე კი 150 კმ/სთ-ის ნიშნულითაა შეზღუდული.
ამ ინფორმაციის წყარო ასევე გვამცნობს, რომ i4 ხელმისაწვდომი კუპე უნდა იყოს. ანუ, მას შეიძენს მყიდველი, ვისაც i8-ს ყიდვა სურს, მაგრამ მისთვის ფული არ ჰყოფნის, ან უფრო მეტი კრედიტის აღების უფლებას საკუთარ თავს ვერ მისცემს...
i5 კი სედანი იქნება. საშუალო ზომის, შედარებით მსუბუქი, ოთხკარიანი, კუპეს სტილის ავტომობილი, რომელსაც i8-ს აგრეგატებს დაუყენებენ. ეს კი ნიშნავს, რომ ის პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი უნდა იყოს. მის ძალურ სისტემაში შემავალი შიდაწვის მძლავრი ძრავი კი, გარდა იმისა, რომ გენერატორს დაატრიალებს, თავის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტით, უკანა წამყვან ბორბლებსაც მოამარაგებს.
ამ ორი ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიებს ბავარიელები მას შემდეგ გვიჩვენებენ, რაც i3-ის და i8-ს წარმოებას დაიწყებენ. ეს კი 2013 წელს მოხდბა.

No comments:

Post a Comment