Friday, August 12, 2011

„კადილაკ კონვერჯი“ თაროდან ჩამოიღეს


Cadillac Converj Receives Green Light for Production
12 აგვისტო
„კადილაკმა“ კონცეპტუალურ კუპე „კონვერჯის“ წარმოება გადაწყვიტა. ეს ინფორმაცია ამერიკული კომპანიის შიდა წყაროებისგან, ინტერნეტ გამოცემა „გრინ ქარ რეპორტსმა“ მოიპოვა. ორი წელია, ეს პროექტი შეჩერებულია, თუმცა კრიზისის დაძლევის შემდეგ, „ჯენერალ მოტორსმა“ მისი ამოქმედება გადაწყვიტა. სავარაუდოდ, ავტომობილის პრემიერა 2013 წელს გაიმართება.

ცნობილია ასევე, რომ ავტომობილი ჰიბრიდულ სისტემა „ვოლტეკის“ მეორე თაობით აღიჭურვება. შეგახსენებთ, რომ ეს სისტემა ამოძრავებს „შევროლე ვოლტს“ და მის ევროპულ ანალოგ „ოპელ ამპერას“. მეორე თაობის სისტემაშიც, სვლის სიშორის გასაზრდელად, ბენზინის 1.5-ლიტრიან ძრავს გამოიყენებენ, თუმცა მას საფუძვლიანი მოდიფიკაცია ჩაუტარდება, რისი მიზანიც, ფასის შემცირება, შემსუბუქება და აკუმულატორების ტევადობის გაზრდაა.
კონცეპტუალური „კადილაკ კონვერჯის“  მსოფლიო პრემიერა დეტროიტის 2009 წლის ავტო შოუზე ჩატარდა, სადაც მან სპციალისტების და დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურა. რა თქმა უნდა, კომპანიამ პროექტს მწვანე შუქი აუნთო. უფრო მეტიც, გენერლების მაშინდელმა წარმოების ხელმძღვანელმა ბობ ლუცმა განაცხადა, რომ ავტომობილი ბაზარზე სამ წელიწადში გამოჩნდებოდა. მაგრამ კრიზისის გამო, ამერიკულმა კომპანიამ პროექტი ორ თვეში გააჩერა.
დღეს კი „კადილაკის“ პრესმდივანი დევიდ კოლდუელი ამბობს, რომ პროექტმა ისეთ ფაზას მიაღწია, რომლიდანაც უკან (თაროზე) აღარ დააბრუნებენ. ეს კი ნიშნავს, რომ „კონვერჯზე“ მუშაობა კარგა ხნის განახლებულია. არადა, როცა პროექტს აჩერებდა, „ჯენერალ მოტორსმა“ ეს ორი მიზეზით ახსნა: ჯერ ერთი, წარმოების მცირე მოცულობის გამო, „კონვერჯი“ კომპანიას მოგებას ვერ მოუტანდა; მეორეც, ინჟინრებმა მაშინ ჩათვალეს, რომ „ვოლტთან“ შედარებით მეტი წონის გამო, კუპეს სვლის სიშორე (ელექტროძრავით მოძრაობისას) შემცირდებოდა, რაც მას ნაკლებად მიმზიდველს გახდიდა.

No comments:

Post a Comment