Friday, August 12, 2011

„როლს როისის“ გაყიდვები არნახულად იზრდება


New Ghost and China Boost Rolls-Royce Sales
12 აგვისტო
მსოფლიო ეკონმიკაში მოსალოდნლი მორიგი კრიზისის მიუხედავად, მიმდინარე წელი ალბათ „როლს როისის“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული გახდება. ასეთი პროგნოზის საბაბს იძლევა ინგლისური კომპანიის პირველი ექვსი ტვის გაყიდვების მაჩვენებლები.

მოცემულ პერიოდში „როლს როისს“ უკვე 1 592 ავტომობილი აქვს გაყიდული, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე დაახლოებით 64.10 პროცენტით მეტია. სხვათა შორის, გაყიდვების ზრდა შარშან უფრო შთამბეჭდავი იყო, თუმცა რაოდენობრივად, ამჯერად გავილებით მეტი ავტომობილია გაყიდული და ეს ტენდენცია გრძელდება.
სპეციალისტები გაყიდვების ასეთ ნახტომესებრ ზრდას ორი მთავარი ფაქტორით ხსნიან: ჯერ ერთი, ბაზარზე შედარებით პატარა სედანი „გოსტი“ გამოვიდა, რომელმაც შედარებით დაბალი ფასით, ახალგაზრდა მყიდველიც მიიზიდა. შედარებით იმიტომ, რომ ეს ავტომობილი, რომელიც გიგანტურ „ფანტომზე“ პატარაა, მასზე გაცილებით ნაკლებიც ღირს - 248 5000 დოლარი. ეს კი „ფანტომის“ ფასზე 130 000 დოლარით ნაკლებია. ამათგან მეორის მყიდველთა საშუალო ასაკი 60 წელია, „გოსტისა“ კი - 10 წლით ნაკლები.
„თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ „გოსტი“ ყოველდღიური გამოყენებისთვის განკუთვნილი ლიმუზინი უნდა ყოფილიყო. სულ სხვაა „ფანტომი“, ის სიმდიდრის სიმბოლოა, ლუქსის კლასის მწვერვალი. როცა სასტუმროდან გამოხვალთ და იქ „ფანტომი“ დაგხვდებათ, ყველა მიხვდება, რომ თქვენ განსაკუთრებული პიროვნება ხართ. „გოსტი“ კი თითქმის იგივეა, ოღონდ ყოველდღიურობაში“, - ამბობს „როლს როისის“ მთავარი აღმასრულებელი ტორსტენ მიულერ-ოტვოსი.
მეორე ფაქტორია გაყიდვების ზრდა ჩინეთში, რომელმაც გაყიდული ავტომობილების რიცხვით, პირველად გადაასწრო ბრიტანეთს. სხვათა შორის, ჩინელი მყიდველი იმითაც გამოირჩევა, რომ მაქსიმალურად ინდივიდუალიზებულ ავტომობილს ითხოვს. ეს კი „როლს როისისთვის“ უფრო მომგებიანია, რადგან მნიშვნელოვნად იზრდება მოგების მარჟა. მყიდველი კი იმითაა კმაყოფილი, რომ მისი მსგავსი „როლსი“ სხვაგან არ დადის...

No comments:

Post a Comment