Sunday, August 14, 2011

”პირელი” მყარ საბურავებზე უარს ამბობს

Pirelli is set to stop using its hardest compound
14 აგვისტო 


”პირელიმ” გადაწყვიტა, რომ ამ სეზონში, მყარი საბურავების გამოყენებაზე უარი თქვას. უფრო მეტიც, იტალიური კომპანიის ავტოსპორტული დეპარტამენტის შეფი პოლ ჰემბრი ვარაუდობს, რომ ასეთ საბურავებს არც მომავალ სეზონში გამოიყენებენ.



ბრიტანულ გამოცემა ”ავტოსპორტის” ვარაუდით, ”პირელის” ეს გადაწყვეტილება ყველაზე მეტად, ”ფერარისთვის” არის სასარგებლო. მათს მანქანას უფრო მეტად, რბილი რეზინი მიესადაგება, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ახალი მას საბურავების გახურება უჭირს.

”არა მგონია, მყარი საბურავები ამ სეზონში კიდევ გამოვიყენოთ. ასეთი კომპაუნდი მეტისმეტად მყარი გამოვიდა, საშუალო სიმყარის საბურავები კი საკმაოდ გამძლეა და ის ამ თვისებას რთულ ტრასებზეც ინარჩუნებს. შესაძლოა, მომავალ სეზონში, ჰარდის ნაცვლად სწორედ საშუალო სიმყარის საბურავები გამოვიყეონთ. ამ შემთხვევაში, რბილებსა და საშუალოებს შორის, რაღაც შუალედურს შევიმუშავებთ. რაც მთავარია, ვეცდებით, რომ ყოველი ტიპის საბურავებს შორის, წამიანი სხვაობა შევინარჩუნოთ. ამის აუცილებლობა სუპერ რბილ და რბილ საბურავებს შორის სხვაობამ დაგვანახა - ერთი მხრივ, სუპერ რბილი ძალიან ეფექტურია და დიდ მოგებას იძლევა, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან სწრაფადაც ცვდება. ეს კი სტრატეგიული სქემებით ეფექტურად მანიპულირების საშუალებას იძლევა”, - ამბობს ჰემბრი.

ის დასძენს, რომ მისი კომპანია კვლავაც გააგრძელებს სხვადასხვა ტრასებისთვის განსხვავებული საბურავების გამოყენებას. საქმისადმი ამგვარმა მიდგომამ, მიმდინარე სეზონში რბოლების სანახაობრივი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. რეზინის ტიპის შერჩევა კი ყველაზე ძნელი სინგაპურისთვის იქნება, რადგან ეს საქალაქო ტრასაა. ამასთან, რბოლა ღამით ტარდება და ჰაერის ტენიანბა ძალიან მაღალია. დაკიდევ, მომავალი სეზონისთვის, ”პირელი” უკანა საბურავების კონსტრუქციის შეცვლას აპირებს. კერძოდ, შემცირდება უკანა საბურავების პროფილის დახრა, რისი წყალობითაც, საბურავის გზის საფართან შეხების ფართობი გაიზრდება, რაც ჩაჭიდებას გააუმჯობესებს. ამასთან, ”პირელი” ირწმუნება, რომ ამგვარად, რეზინი უფრო გამძლეც გახდება.

No comments:

Post a Comment