Monday, August 15, 2011

უიტმარშს ტიტულის იმედი აქვს

Whitmarsh says title is still possible for McLaren
15 აგვისტო

”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში ამბობს, რომ მისი გუნდის პილოტებს ჯერაც აქვთ ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი. მართალია, ჩემპიონატის ლიდერი სებასტიან ფეტელი ლუის ჰამილტონსა და ჯენსონ ბატონს შესაბამისად, 88 და 100 ქულით უსწრებს, მაგრამ ”მაკლარენის” პილოტებმა ბოლო ორი რბოლა მოიგეს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ინგლისურმა გუნდმა თავისი მანქანა საკმარისად დახვეწა იმისათვის, რომ ”რედ ბულს” სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს. უიტმარში ამბობს, რომ მისი გუნდი ფოკუსირებულია არა ჩემპიონატში გამარჯვებაზე, არამედ ყველა დარჩენილი რბოლის მოგებაზე. რა თქმა უნდა, ეს ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი შეიძლება არ იყოს. ამასთან, ყოველთვის ძალიან ძნელი იქნება ფეტელის დამარცხება.

”რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელია, თუმცა შესაძლებელი. ჩვენ ყოველთვის გამარჯვებას ვისახავთ მიზნად, მაგრამ ამის მიღწევა ყოველთვის ძალიან ძნელია. ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩემპიონატზე ვართ ფოკუსირებული, მაგრამ როცა სხვა ლიდერობს, ამაზე ბევრი არ უნდა იფიქრო. ძალიან გამიცარდება, თუ რბოლებს დუბლებით მოვიგებთ და მესამე ადგილზე ”რედ ბულის” პილოტები ვერ გავლენ. კვარცხლბეკზე ”ფერარის” ხშირად გამოჩენას მივესალმებით. ჩვენ დანებება არ გვჩვევია, ბრძოლის ველს, მის დასრულებამდე არასდროს ვტოვებთ. მოკლედ, ყველა რბოლის მოგებას ვეცდებით და ეს შესანიშნავი გამოწვევაა”, - ამბობს უიტმარში. ის დასძენს, რომ ადვილად პროგნოზირებადია თუ როგორ წარიმართება სეზონის დარჩენილი ნაწილი, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საწადელს მიაღწიოს. ”ავსტრალიაში რომ გეკითხათ, როგორ წარიმართებოდა სეზონი, პასუხის გაცემა გამიჭირდებოდა. ახლა გარანტირებულად მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თავს არ დავზოგავთ, რათა ყოველ დარჩენილ რბოლაში გამარჯვებას მივაღწიოთ. ჩვენ ორი შესანიშნავი პილოტი გვყავს, ჩვენ შესანიშნავი გუნდი ვართ. მანქანაც არაა ცუდი. აშკარა გროგრესი გვაქვს. ახლა ამ იმპულსის შენარჩუნება გვმართებს და მერე რთული მიზნების მიღწევაც შესაძლებელი იქნება”, - დასძენს უიტმარში.

No comments:

Post a Comment