Wednesday, August 17, 2011

ლოები ორი წლით დარჩა

Sebastien Loeb to remain in WRC with Citroen until at least 2013
17 აგვისტო

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანულმა გამოცემა ”ავტოსპორტმა” გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ რალიში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები მნიშვნელოვან განცხადებას ამზადებდა. მაშინვე საეჭვო არაფერი იყო იმაში, თუ რა იყო მოსალოდნელი - ასეთი მნიშვნელოვანი განცხადება მან შარშანც გააკეთა და მაშინ თქვა, რომ ამ სეზონის შემდეგ, კარიერას დაასრულებდა. ახლა კი ყველაფერი პირიქით მოხდა - ლოებმა, ვინც მერვე ტიტულთან ახლოსაა, მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი დარჩენის შესახებ გვამცნო.


ლოებმა განაცხადა, რომ კიდვ ორი სეზონით რჩება და ორივეს ისევ ”სიტროენში” გაატარებს, ფრანგულ გუნდში, რომელთან ერთადაც, ყველა ტიტული აქვს მოპოვებული. სხვათა შორის, ბევრი ელოდა, რომ ფრანგი მრბოლი ”ფოლკსვაგენში” თავის გადასვლას გვამცნობდა. გერმანული კომპანია რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლებისთვის ემზადება და მოსალოდნელი იყო, რომ სპორტიდან წასვლა ლოებს სწორედ მან გადააფიქრებინა.

მაგრამ ლოები სხვაგვარად ფიქრობს. მისი თქმით, მას მოწინავე პოზიციის შენარჩუნება სურს და ამისათვის, სწორედ ”სიტროენში” უნდა დარჩენილიყო: ”ჩემპიონატში ახალი კომპანიების მოსვლით, კონკურენცია არნახულად გამძაფრდება. მომავალი სეზონიდან წესები იცვლება და მოსალოდნელია, რომ გამარჯვების შანსები სხვებსაც გაუჩნდებათ. მათტან ბრძოლისთვის კი, ”სიტროენში” დარჩენზე უკეთესს ვერაფერს ვიზამდი. ამ გუნდს ძალიან კარგად ვიცნობ და მისმა მანქანამაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ კონკურენტუნარიანია. მის სრულყოფაში კი მონაწილეობას მეც ვღებულობდი”. რა თქმა უნდა, ლოების დარჩენით კმაყოფილია ”სიტროენი” და მისი ხელმძღვანელობა. ”ჩვენ ვამაყობთ მის მიერ ჩვენდამი გამოჩენილი ლოიალობით და ძალიან გვიხარია, რომ თავის კარიერას ისევ ჩვენთან გააგრძელებს, გუნდთან, რომლის მხარდაჭერაც, კარიერის დასაწყისიდან არ მოჰკლებია”, - ამბობს ”სიტროენის” გენერალური მენეჯერი ფრედერიკ ბანსეტი.

No comments:

Post a Comment