Wednesday, August 17, 2011

”შლუკშპეხტ E” - რეკორდსმენი ელექტრომობილი

Schluckspecht EV travels a world record 1,000 miles+ on a single charge
17 აგვისტო

ამ უცნაური სახელის მქონე ავტომობილმა, რომელიც გერმანიის ქალაქ ოფენბერგის გამოყენებითი უნივერსიტეტის გუნდმა შეიმუშავა, ახლახანს ელექტრომობილების რეკორდი დაამყარა - ერთი დამუხტვით, არნახულად დიდი მანძილი დაფარა. სარეკორდო გარბენი ”ბოშის” სატესტო ტრეკზე, ბოქსბერგში ჩატარდა. ავტომობილმა 1631.5 კილომეტრი გაიარა და 628 კილომეტრით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც მანამდე ”იაპონურ ელექტრომობილების ჯგუფს” ეკუთვნოდა. ”შლუკშპეხტ E-ს” მიღწევა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ანუ, სპეციალურად სიახლეების შემუშავება საჭირო არ გახდა.

ავტომობილი მსუბუქი მასალებით დამზადდა. ამასთან, მას აეროდინამიკური მოყვანილობა აქვს. სწორედ ეს ორი ფაქტორია რეკორდული გარბენის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორები. თავად განსაჯეთ, ერთადგილიანი ავტომობილი მხოლოდ 320 კილოგრამს იწონის. მას კი მხოლოდ ორი პატარა ელექტროძრავი ამოძრავებს, რომლებიც უკანა ბორბლებშია ინტეგრირებული.

ელექტროძრავები ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების 14 ბლოკისგან ღებულობენ, რომელთა ჯამური ტევადობაც 23 კილოვატსაათია. შედარებისთვის, წინა რეკორდის ავტორი იაპონური ელექტრომობილი, 50-კილოვატსაათიანი ბლოკითაა აღჭურვილი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი: გარბენის დროს, ”შლუკშპეხტ E-ს” საშუალო სიჩქარე 45 კმ/სთ იყო, წინა რეკორდსმენისა კი - 40 კმ/სთ. სარეკორდო გარბენის დრო 36 საათი და 12 წუთია. ამ პერიოდში წვიმაც რამდენჯერმე წამოსულა. რა ტქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში, საჭესთან მხოლოდ ერთი პილოტი არ მჯდარა - ერთმანეთს ოთხი ენაცვლებოდა. სხვათა შორის, ეს ოფენბურგის სტუდნტთა პირველი მიღწევა არაა - შარშან მათ სამხრეთ აფრიკაში, ”მზის გამოწვევაში” მიიღეს მონაწილეობა და მაშინ, ”შლუკშპეხტმა” ერთი დამუხტვით 626.6 კილომეტრი გაიარა.

No comments:

Post a Comment