Wednesday, August 17, 2011

კონცეპტუალური ”კავასაკი ZX-770R” – იაპონური პასუხი KTM-ს

Kawasaki ZX-770R Concept: The Japanese Antidote to the KTM X-BOW
17 აგვისტო


რამდენიმე წელია, მოტოციკლების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია KTM სუპერ ავტომობილ X-ბოუს აწარმოებს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია არამარტო კერძო პირებს შორის, არამედ რბოლებშიც. და რით არიან ავსტრიელებზე ნაკლებნი იაპონელები, რომლებსაც სუპერბაიკების წარმოების უზარმაზარი გამოცდილება აქვთ და იმ ტექნოლოგიებსაც ფლობენ, რომ სუპერ ავტომობილები აწარმოონ? რა თქმა უნდა, არაფრით. თუმცა, სიტყვიერად ამის თქმა ძალიან ადვილია, შესრულება კი - ძალიან ძნელი.
თუმცა, დამოუკიდებელ დიზაინერებს წინ არაფერი დაუდგებათ - კონცეპტუალური ავტომობილის შესაქმნელად მათ მხოლოდ მდიდარი ფანტაზია და დიზაინერული ტექნიკა, ასევე მონდომება სჭირდებათ... ეს თვისებები კი ჭარბად აქვს ჰოლანდიელ საბინო ლეერენტფელდს, დიზაინერს, რომელმაც სახელი ორი კონცეპტუალური ავტომობილით - ”ასტონ მარტინ V12-ით” და ”ბეემვე ნაზკა ჰომეჯით” გაითქვა.
და აი, ახლახანს, KTM-ს იაპონური პასუხი, ”კავასაკის” სახელით მოუმზადა. მის პასუხს იაპონური კომპანიის და კონკურენტი X-ბოუს სტილში, ZX-770R უწოდა. რა თქმა უნდა, დიზაინერმა შთაგონება ავსტრიული მონსტრისგან მიიღო, რომელიც დახვეწილი გარეგნობით შეიძლება არ გვხიბლავს, თუმცა სადაო არაა, რომ ტექნიკის ნამდვილი შედევრია. თუმცა, მისი ავტომობილი X-ბოუზე დიდია. მისი ზომებია: სიგრძე 4 427, სიგან 2 073, სიმაღლე 1 017 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი - 2 710 მილიმეტრი.
კონცეპციის ავტორი გვპირდება, რომ მსუბუქი მასალების (ალუმინი, კარბონის კომპოზიტი, კევლარი) გამოყენების წყალობით, ავტომობილი ძალიან მსუბუქი, დაახლოებით 500 კილოგრამი იქნება. ამასთან, ის წყვილ ტურბოკომპრესორიანი V6 ძრავით აღიჭურვება, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც, 770 ცხენის ძალას მიაღწევს. ოღონდ, ის არ ამბობს, თუ რომელი კომპანიისგან აპირებს ამ ძრავის აღებას...

No comments:

Post a Comment