Tuesday, August 16, 2011

ახალი ლუქს ბრენდი ფრანკფურტში გაგვეცნობა

New Luxury Car Brand Eterniti Motors to Launch in Frankfurt
16 აგვისტო

უამრავი კონცეპტუალური და სერიული ავტომობილის პრემიერის გარდა, ფრანკფურტში ერთი მეტად საინტერესო ღონისძიებაც იგეგმება - საზოგადოება საავტომობილო სამყაროს ლუქსის კლასის სრულიად ახალ ბრენდს, ბრიტანულ ”იტერნიტი მოტორზს” გაეცნობა.

სახელითვე შეიძლება იმაზე მსჯელობა, რომ კომპანიის დამაარსებლებს, რომელთა შესახებაც ჯერ არაფერია ცნობილი, ამბიციური გეგმები აქვთ - იტერნიტი მარადისობას ნიშნავს. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ კომპანია ავტოსამყაროში სამუდამოდ დარჩენას აპირებს.

კომპანიას უკვე საკუთარი ვებგვერდიც აქვს, თუმცა ის ჯერ ინფორმაციის სიუხვით არ გამოირჩევა. უფრო მეტიც, მასზე ძალიან მწირი ინფორმაციაა ავტომობილზე, რომლითაც ”იტერნიტი” ფრანკფურტში წარსდგება. საიტი გვეუბნება, რომ კომპანია ლონდონშია ბაზირებული. მის პირველ გვერდზე არაფრის მთქმელი წარმდგენი ვიდეოა, რომლის დასრულების შემდეგაც, ავტომობილის საწყის ესკიზს ნახავთ. სულ ეს არის. ესკიზის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილი ქროსოვერია. დაკიდევ, საიტი ფრანკფურტულ პრემიერაზე გვიწვევს.

დაკიდევ, ესკიზს აქვს წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ავტომობილს ”ჰერმერა” ჰქვია. ინტერნეტით, სხვა წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ინტენსიურ სატესტო პროგრამას გადის. ესე იგი, მის სერიულ პრემიერამდე დიდი დრო არ დარჩა. სავარაუდოდ, ბაზარზე ის ჟენევის ავტო შოუზე გამოჩნდება.

ცნობილია ასევე, რომ ტესტირებაზე მყოფი ავტომობილი, შიდაწვის ძრავითაა აღჭურვილი. ვისი წარმოებისაა, ეს უცნობია. სამაგიეროდ, ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ავტომობილი ტემპერამენტიანი იქნება და შესაძლოა, ის ”ბეემვეს” უგზოობის კუპე X6-ის სეგმენტში ვიხილოთ.

”შტორმი ემზადება... შტორმი, რომელსაც უსაზღვრო ძალა ექნება... ის იმდენად ძლიერი იქნება... იმდენად ინტენსიური... შტორმი ყველას შეეხება... სამყაროსათვის შეზღუდვების გარეშე: ჰერმერა”, - ამ სიტყვებით აღვივებს ახალი კომპანია თავისი პირველი ავტომობილისადმი საზოგადოების ყურადღებას.

დაკიდევ: ”ახალი ლუქსის კლასის ავტომობილების ბრენდი მოდის. განსხვავებული საავტომობილო ბრენდი. ლუქსის კლასის ავტომობილების ბრენდი ლონდონიდან. იტერნიტი მოტორსი”, - ასე კი თავად კომპანია გვეცნობა...

No comments:

Post a Comment