Wednesday, August 3, 2011

„იაგუარი“ E-ტაიპის შემცვლელს ალბათ ფრანკფურტში გვიჩვენებს

Jaguar to Tease E-type Successor with a New Concept at the Frankfurt
3 აგვისტო
უკვე რამდენიმე წელია, საავტომობილო სამყაროში არ წყდება ლაპარაკი იმაზე, რომ „იაგუარი“ თავისი ლეგენდარული მოდელის, E-ტაიპის „შთამომავალის“ წარმოებას აპირებს. მაგრამ ეს გეგმა თუ არსებობდა კიდეც, ის დღემდე არ განხორციელებულა. მაგრამ როგორც ჩანს, მალე მოლოდინს წერტილი დაესმება და ამას ავტორიტეტული (რომელიც ყოველთვის საფუძვლიან ინფორმაციებს ავრცელებს) ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ გვამცნობს.

ჟურნალი ამბობს, რომ ინგლისური კომპანიის ინდოელ მფლობელ „ტატა მოტორზს“ ლეგენდარული „იაგუარის“ აღდგენა აქვს გადაწყვეტილი. ახალმა ავტომობილმა, რომლის კოდური სახელწოდებაცაა XE, კონკურენცია „პორშეს“ ახალ „ბოქსსტერს“ უნდა გაუწიოს.
„ავტოქარს“ ამ ინფორმაციის რამდენიმე წყარო ჰყავს, რომელთა თხოვნითაც, მათს ვინაობას არ ამხელს. ისინი ამბობენ, XE არ იქნება კლასუკური E-ტაიპის რეტრო ინტერპრეტაცია. ეს იქნება თანამედროვე როდსტერი, რომლის სტილის ზოგიერთი სტილიც, ლეგენდარულ ავტომობილს გაგახსენებთ. ეს მსგავსება იქნება მაგალითად, გრძელი კაპოტი და მოკლე სალონი.
XE სრულიად ახალ, ალუმინის პლატფორმას დაეყრდნობა, რომელსაც მომავალში, ახალი XK-სთვისაც გამოიყენებენ. ეს უკანასკნელი ბაზარზე 2013 წელს უნდა გამოვიდეს. XE ორადგილიანი ავტომობილი იქნება და ამის გამო, პლატფორმის მოკლე მოდიფიკაციას მიიღებს. მისი სიგრძე დაახლოებით 4.3 მეტრი უნდა იყოს. ანუ, ის XK-ზე მოკლე იქნება.
„ავტოქარის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით, „იაგუარი“ მხოლოდ როდსტერისძარიანი XE-ს წარმოებას აპირებს. თუმცა იმისათვის, რომ „პორშე კაიმანსაც“ გაუწიოს კონკერნცია, მაშინ კუპესძარიანი ვერსიის წარმოებაც აუცილებელი იქნება. ამ მანქანის კონცეპტუალური ვერსიის პრემიერა სავარაუდოდ, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება, მის სერიულ ვერსიას კი კომპანიის ქესტლ ბრომვიჩის ქარხანა გამოუშვებს. როდსტერის სახელი ჯერ შერჩეული არაა. სავარაუდოდ, XE-ს არ დატოვებენ. უნდა ითქვას, რომ მალე „იაგუარის“ ავტომობილებს აბრევიატურების ნაცვლად ნორმალურ სახელებს დაარქმევენ.

No comments:

Post a Comment