Wednesday, August 3, 2011

„ნისანი“ 200SX-ის წარმოებას განაახლებს

Nissan to Revive 200SX Rival for the Mazda MX-5
3 აგვისტო
ბრიტანულ გამოცემა „ავტოექსპრესის“ ინფორმაციით, „ნისანმა“ განაახლა მუშაობა პროექტზე, რომელიც როდსტერ „მაზდა MX5-ის“ კონკურენტი მოდელის წარმოებას ითვალისწინებს. ეს იქნება ერთ დროს პოპულარულ ორადგილიან უკანაამძრავიან მოდელ 200SX-ის თანამედროვე ვარიანტი.

ამ პროექტზე მუშაობა „ნისანმა“ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაგრამ 2008 წელს გააჩერა, რისი მიზეზიც ეკონომიკური კრიზისი გახდა. მაგრამ კრიზისმა ჩაიარა და როდსტერის გამოშვება დღის წესრიგში დადგა. მითუმეტეს, კომპანიის მთავარი აღმასრულებელი გვპირდება, რომ „ნისანი“ 2016 წლამდე 52 ახალი ავტომობილის გამოშვებას აპირებს.
სხვათა შორის, ძველი პროექტი, 2+2-ადგილიანი ავტომობილის აგებას ითვალისწინებდა, რომელსაც პლატფორმა 370Z-ისგან უნდა ესესხა. ამასთან, ეს ავტომობილი ბენზინის 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით უნდა აღეჭურვათ, რომელიც ამჟამად უგზოობის „ჯუკზე“ დგას და რომელიც 190 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ახალი პროექტით, 200SX ახალ პლატფორმას დაეყრდნობა, რომელსაც იმავდროულად, „ნისანის“ ფრანგი თანაალიანსელი „რენო“ და ამ ორივეს პარტნიორი „დაიმლერიც“ გამოიყენებენ. ამავე პლატფორმას მომავალში განახლებული 370Z, GT-R და „ინფინიტი G-ც“ მიიღებენ. საინტერესოა, რომ ამ პლატფორმის სრულყოფის პროცესში, მონაწილეობას „ლოტუს ინჟინირინგის“ სპეციალისტებიც მიიღებენ.
ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, რომელი აგრეგატებით აღიჭურვება ახალი 200SX. ამ თემაზე „ნისანის“ ხელმძღვანელობა ჯერაც ბჭობს. თუმცა, სანამ ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ავტომობილი, შიდაწვის აგრეგატების გარდა, „ნისან ლიფის“ სრულიად ელექტრონული სისტემითა და ჰიბრიდული სისტემითაც აღიჭურვება.
უნდა ითქვას, რომ ელექტრომობილების წარმოების ინტენსიფიცირება, „ნისანის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამის გამოვლინება იყო ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე წარდგენილი კონცეპტუალური ESFLOW (ფოტოზე), რომელიც უკანაამძრავიანი ელექტრომობილია. შესაძლოა, ახალი ავტომობილისთვის ეს კოცეპცია გამოიყენონ.
სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი ბაზარზე 2013 წელს გამოვა, მისი ფასი კი ბრიტანეთში 20 000 გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 32 800 დოლარი) ფარგლებში იქნება.

No comments:

Post a Comment