Saturday, September 24, 2011

”მიშლენს” ფ1-ში დაბრუნება სურს

Michelin would return to F1 tyre war
24 სექტემბერი
”მიშლენი” მზადაა, დაუბრუნდეს ფორმულა ერთს, თუ ამის საშუალებას ტექნიკური რეგლამენტი მისცემს. ამის შესახებ, ფრანგული კომპანიის მოტორსპორტის დივიზიონის შეფმა ნიკ შოროკმა განაცხადა.
კლერმონ ფერანში ბაზირებული კომპანია ფ1-ს 2001 წელს დაუბრუნდა და იაპონურ ”ბრიჯსტოუნთან” უშეღავათო ბრძოლაში ჩაება, თუმცა ხუთი წლის შემდეგ, დიდი პრიზების არენა ისევ დატოვა. წასვლის მიზეზი გახდა FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) მაშინდელ პრეზიდენტ მაქს მოსლის გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, ფ1-ში საბურავების ერთადერთი მიმწოდებელი უნდა დარჩენილიყო.
”ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალყურს რეგლამენტში ცვლილებათა შეტანის პროცესს. ვიმედოვნებთ, რომ მალე შეიცვლება ის წესი, რომელიც საბურავების მიმწოდებლებს ეხება. კონკურენცია ის ფაქტორია, რომელიც ხარისხს აუმჯობესებს. და თუ საბურავების ერთზე მეტ მიმწოდებელს დაუშვებენ, ჩვენ დაბრუნებაზე ვიფიქრებთ”, - ამბობს შოროკი.
მაგრამ სათუოა, ეს დაუშვას ბერნი ეკლსტოუნმა, ვინც ამ მალავს, რომ კმაყოფილია ”პირელის” მუშაობით. იტალიური კომპანია ისეთ საბურავებს აწარმოებს, რომლებიც მალე ცვდება, ეს კი რბოლებს საინტერესოს ხდის. მეორე მიმწოდებლის შემოსვლა კი ”პირელის” უფრო ხარისხიანი რეზინის წარმოებას აიძულებს და რბოლების სანახაობრიობაც გაუარესდება.
”ხალხს საინტერესო რბოლების ყურება სურს და დღეს ისინი კმაყოფილნი არიან. მე თუ მკითხავთ, ჩემპიონატის რეალური გამარჯვებული პირელია”, - ამბობს ეკლსტოუნი.

No comments:

Post a Comment