Saturday, September 24, 2011

კონკურს ”წლის საუკეთესო ავტომობილის” 35 ნომინანტი

2012 Car of the Year Nominees Announced
24 სექტემბერი

კონკურს ”ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის” ორგანიზატორებმა ის 35 ავტომობილი დაასახელეს, რომელთა შორისაც, ჯერ 7 საუკეთესოს აარჩევენ, შემდეგ კი, ევროპული საავტომობილო გამოცემები, წლის ავტომობილსაც დაასახელებენ.

კონკურსის მთავარი პირობა ისაა, რომ მასში მონაწილე ახალი ავტომობილი, რომელიც ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდა, ევროპის მინიმუმ ხუთ ქვეყანაში უნდა იყიდებოდეს. ამასთან, კონკურსანტი ავტომობილის გაყიდვების წლიური მოცულობა 5 000 ცალზე ნაკლები არ უნდა იყოს.
კონკურსის ჟიურიში, 23 ქვეყნის 59 ჟურნალისტი მონაწილეობს, რომლებიც ამ ავტომობილების გამოსაცდელად და შესაფასებლად, შვედეთში არიან მიწვეულნი. პირველ ეტაპზე, მარტივი კენჭისყრით შეირჩევა 7 საუკეთესო. შესანიშნავი შვიდეულის სია 9 იანვარს გამოცხადდება.
შემდგომ ეტაპზე, ჟურნლისტებს განკარგულებაში 25 ქულას გადასცემენ, რომლებსაც ისინი ფინალისტ ავტომობილებს შორის, საკუთარი შეხედულების შესაბამისად გადაანაწილებენ. ამასთან, თითოეული ავტომობილისთვის მათ მაქსიმუმ 10 ქულის მინიჭების უფლება აქვთ. თანაც, მინიმუმ ხუთ ავტომობილს უნდა დაუწერონ შეფასება.
საბოლოო გამარჯვებული ჟენევის ავტო შოუზე, 5 მარტს გამოცხადდება.

კონკურს ”2012 წლის საუკეთესო ავტომობილის” ნომინანტთა სია
აუდი A6
აუდი Q3
ბეემვე 1-სერია
ბეემვე 6-Series
შევროლე ავეო
შევროლე ორლანდო
სიტროენ DS4
სიტროენ DS5
ფიატ პანდა
ფორდ ფოკუსი
ჰონდა სივიკი
ჰიუნდაი i40
ჰიუნდაი ველოსტერი
კია პიკანტო
კია რიო
ლანჩა იპსილონი
ლექსუს GS
მაზდა CX-5
მერსედეს ბენც B-კლასი
მერსედეს ბენც ML
მერსედეს ბენც SLK
ოპელ ამპერა/შევროლე ვოლტი
ოპელ ზაფირა ტურერი
პეჟო 508
პეჟო 3008 HYbrid4
პორშე 911
რეინჯ როვერ ევოკი
რენო კანგუ Z.E.
რენო ფლუენს Z.E.
სანიონ კორანდო
ტოიოტა ვერსო S/სუბარუ ტრეზია
ტოიოტა იარისი
ფოლკსვაგენ ბიტლ
ფოლკსვაგენ ჯეტა
ფოლკსვაგენ up!


No comments:

Post a Comment