Saturday, September 24, 2011

ჰამილტონს სტატისტობა არ სურს

Hamilton insists not content 'like Barrichello'
24 სექტემბერი
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ არ სურს, იმ ტიპის მრბოლი გახდეს, რომლისთვისაც მთავარი რბოლების რაოდენობაა და არა მათში მიღწეული შედეგები. ასეთად კი ის რუბენს ბარიკელოს მიიჩნევს, ვინც ყველანაირად ცდილობს, ”უილიამსში” ადგილი შეინრჩუნს და ამ შემთხვევაში, მომავალი სეზონი მისთვის მეოცე იქნება კარიერაში.
ჰამილტონი ამბობს, რომ ”მაკლარენიდან” წასვლა მოუწევს, თუ მომავალ სეზონშიც გუნდი ისევ არაკონკურენტუნარიან მანქანას მოამზადებს, რითაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალება არ ექნება.
”რაღაც მომენტში, თუ შევატყობ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ისევ მანქანის გამო ვერ ვახერხებ, ჩემი მოთმინებაც ამოიწურება. არიან მრბოლები, ვისთვისაც ფ1-ში ყოფნაა მთავარი და არა შედეგები. შეხედეთ რუბენს ბარიკელოს. ის იმას სჯერდება, რასაც აძლევენ. მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც უნდა, რომ საუკეთესო იყოს. მე ასეთი ვარ. თუ მიზანს ვერ ვაღწევ, ესე იგი, შრომა ფუჭია”, - ”სანთან” საუბრისას განაცხადა ჰამილტონმა.
მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონს ძნელი სეზონი აქვს. ჯერ ერთი, ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკვე წაგებული აქვს. მეორეც, ქულებით თანგუნდელ ჯენსონ ბატონსაც ჩამორჩება. და მესამე - რბოლის აგრესიული სტილის გამო, მას ხშირად აკრტიკებენ. ჰამილტონი აღიარებს, რომ მონაზე თავისი აგრესიის დაოკება სცადა და იქ მისი მთავარი მიზანი, ფინიშამდე მიღწევა იყო. მაგრამ ამით არაფერი მოუგია.
”დეილი სტართან” საუბრისას, ”მაკლარენის” შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა: ”იტალიის რბოლის შემდეგ შევაქე, გაწონასწორებული იყავი-მეთქი, მაგრამ ვაღიარებ, რომ უწინდელი, აგრესიული ლუისი მერჩივნა”...

No comments:

Post a Comment