Friday, September 2, 2011

ცილინდრების გათიშვის სისტემა ოთხცილინდრიანი ძრავებისთვის

VW Introduces Cylinder Shut-Off Technology for Four-Cylinder TSI Engine
2 სექტემბერი
მრავალცილინდრიანი ძრავებისთვის, მუშაობისას ცილინდრების ნაწილის გათიშვა (დეაქტივაცია) სიახლე არაა. მას გერმანული კომპანიები V არქიტექტურის 8 და მეტცილინდრიან ძრავებში წარმტებით იყენებენ. ”ფოლკსვაგენმა” კი გადაწყვიტა, რომ ასეთი სისტემა, ოთხცილინდრიან ძრავებშიც გამოიყენოს და ამით, აგრეგატების აპეტიტი შეამციროს.
ახალ სისტემას ვოლფსბურგელები 1.4-ლიტრიან TSI სერიის ძრავებზე გამოიყენებენ. სისტემა მე-2 და მე-3 ცილინდრებს თიშავს, როცა ძრავი დაბალი, ან საშუალო დატვირთვით მუშაობს. ამის შედეგი კი ისაა, რომ ძრავის ხარჯი 100 კილომეტრზე დაახლოებით 0.4 ლიტრით მცირდება. და თუ ასეთ ძრავთან ერთად, ავტომობილი სისტემა სტოპ-სტარტითაცაა აღჭურვილი, მაშინ ხარჯი 0.6 ლიტრით კლებულობს.
სისტემა ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა ავტომობილი საშუალო სიჩქარეს დროის დიდ მონაკვეთში ინარჩუნებს. მაგალითად, როდესაც ავტომობილი 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და გადაცემათა კოლოფი ძირითადად მე-3 და მე-4 საფეხურებზეა, მაშინ საწვავის ხარჯი თითქმის 1 ლიტრით კლებულობს.
სისტემა ცილინდრებს მაშინ თიშავს, როდესაც ძრავის მუხლა ლილვის ბრუნთა რიცხვი 1 400-დან 4 000-მდე დიაპაზონში მერყეობს, მაბრუნი მომენტი კი 25-75 ნიუტონმეტრს შორისაა. და თუ აქსელერატორის სარეტფულს ძლიერ დააწვებით, მაშინ გათიშული ორი ცილინდრი, ავტომატურად ჩაირთვება.
სხვათა შორის, ცილინდრების გათიშვის სისტემით აღჭურვილი 1.4-ლიტრიანი TSI ძრავი უკვე შეესაბამება გამონაბოლქვზე ახალ, ევრო6 სტანდარტს, რომელიც მალე ამოწმედდება. ასეთი ძრავები ვოლფსბურგელთა ავტომობილებზე 2012 წლიდან გამოჩნდება. პირველ რიგში, მას მეშვიდე თაობის ”გოლფზე” და ”პოლოზე” დააყენებენ. შემდგ კი მისით ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიების ავტომობილებიც აღიჭურვება.
ცნობისათვის, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფის კომპანიებიდან, დღეისათვის ერთადერთი ”აუდია”, რომელიც ცილინდრების დეაქტივაციის სისტემას იყენებს. ოღონდ, მხოლოდ მრავალცილინდრიან ძრავებზე და მხოლოდ S მოდიფიკაციის ავტომობილებზე.

No comments:

Post a Comment