Friday, September 2, 2011

”ჰიუნდაის” ფიჭურ უჯრედოვანი ელექრომობილი

Hyundai to Display Fuel Cell Electric ix35 at UK's EcoVelocity
2 სექტემბერი
ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილები ჯერჯერობით კომერციულად მომგებიანი არაა, თუმცა რამდენიმე საავტომობილო კომპანია მაინც მუშაობს ასეთი ტექნოლოგიის დანარგვაზე. მთავარი მიზანი კი ერთია ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მასობრივად წარმოება.
იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ფიჭურ უჯრედოვან ტექნოლოგიებზე მუშაობს, ”ჰიუნდაიცაა”, რომელმაც გამოაცხადა, რომ ლონდონის გამოფენაზე, სახელად ”ეკოველოსიტი”, ქროსოვერ ix35-ის (ზოგ ბაზარზე ტუსანის) ბაზაზე შექმნილ მოდელ ფიჭურ უჯრედოვან ელექტრომობილს (FCEV - ფიუელ სელ ელექტრიკ ვიიქლ) გამოფენს. გამოფენას 8-13 სექტემბერს, ლონდონის ბატერსის ელექტროსადგური უმასპინძლებს.
სხვათა შორის, საგამოფენოდ მომზადბული ავტომობილი, ფიჭური ელემენტების მესამე თაობის სისტემითაა აღჭურვილი. სხვა მხრივ, ავტომობილის გარეგნობაც და ინტერიერიც უცვლელია. კაპოტქვეშ კი, შიდაწვის ძრავს და ჩვეულებრივ ტრაბსმისიას ვერ ნახავთ - ისინი ელექტრონულმა ძალურმა დანადგარმა შეცვალა, რომლის მთავარი ნაწილიც, რა თქმა უნდა, ელექტროძრავია.
შიდაწვის ძრავით აღჭურვილი ავტომობილისგან განსხვავებით, FCEV სისტემით აღჭურვილი ix35 გარემოში მხოლოდ წყლის ორთქლს გამოჰყოფს. ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა მას 12.8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ია, სვლის სიშორე კი - 580 კილომეტრი. ამასთან, მის ფიჭურ ელემენტებს -25 გრადუსი ტემპერატურის პირობებშიც კი შეუძლია მუშაობა.
დაბოლოს, ყველაზე მტავარი: კორეული კომპანია აცხადებს, რომ ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ელექტრომობილების წარმოებას მალე დაიწყებს. ამასთან დაკავშირებით, ”ჰიუნდაის” ჩრდილოეთ ევროპის ოთხი ქვეყნის მთავრობებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის პირობებითაც, მათ ამ ტიპის საცდელ ავტომობილებს მიაწვდის. სხვათა შორის, ფიჭურუჯრედოვანი სისტემებით აღჭურვილი ავტომობილების ტესტირება უკვე მიმდინარეობს კოპენჰაგენსა (დანია) და სამხრეთ კორეაში.

No comments:

Post a Comment