Wednesday, September 7, 2011

რადიკალურ ”ოპელს” კონვეიერზე დადგომის შანსი აქვს

Radical New Opel Concept "Has Production Potential"

7 სექტემბერი
ერთ-ერთი იშვიათ ავტომწარმოებელთაგანი, რომელიც ფრანკფურტისთვის მომზადებულ სიახლეს აქამდე ჯიუტად, საიდუმლოდ ინახავდა, ”ოპელია”. მართალია, გერმანულმა კომპანიამ ადრევე განაცხადა, რომ ”რადიკალურად ახალი ოპელი” აქვს მომზადებული, მაგრამ მასზე არც მცირე ინფორმაცია დასცდენია და არც ტიზერები გაუვრცელებია. წარმოდგენაც კი არავის ჰქონდა იმაზე, თუ რა ტიპის ავტომობილზე იყო ლაპარაკი.

თუმცა, მოტორ შოუს გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ”ოპელიც” გამოტყდა - ინტერნეტით სწორედ ამ ავტომობილის ფოტოები გაავრცელა. ავტომობილისა, რომელსაც ჯერ სახელითაც კი არ მოიხსენიებს. ავტომობილი ძალიან პატარაა და აღნაგობით ის ”ფოლკსვაგენის” და ”სუდის” კონცეპტუალურ ჯუჯა ელექტრომობილებს მოგვაგონებს, რომლებსაც ისინი პირველად ასევე ფრანკფურტში გვაჩვენებენ.
ფოტოების გავრცელების მიუხედავად, ”ოპელს” თავის სიახლეზე ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. სავარაუდოდ, ის ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს. ამ ბლოკის ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 100 კილომეტრამდე გაიაროს. ამასთან, მისი მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც, 120 კმ/სთ იქნება.
გერმანული კომპანია გვპირდება, რომ მისი პატარა ავტო, პირველ რიგში, ახალგაზრდა მყიდველისთვისაა განკუთვნილი და ამ მანქანით, საქალაქო ტრანსპორტის რევოლუცია დაიწყება. ამასთან, ეს მანქანა ძალიან იაფი ეღირება. დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი - რიუსელსჰაიმელები ირწმუნებიან, რომ ამ ავტომობილს ”წარმოების პოტენციალი გააჩნია”.
ისღა დაგვრჩენია, ფრანკფურტის მოტორ შოუს გახსნას (13 სექტემბერს) და ”ოპელის” იქ ამ სიახლის პრემიერას საველოდოთ...





No comments:

Post a Comment