Sunday, September 25, 2011

მსოფლიოს უძველესი მოძრავი ავტომობილი იყიდება (ვიდეო)

World's oldest running car up for auction
24 სექტემბერი
მსოფლიოს უძველესი ავტომობილი, რომელსაც ჯერაც შეუძლია გასაყიდად, მისმა პატრონმა აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. ეს არის ფრანგული ”დე დიონის” მიერ 1884 წელს გამოშვებული ორთქლზე მომუშავე მოდელი ”რუნაბაუტი”. ის უკვე 81 წელია, ერთსადაიმავე ოჯახს ეკუთვნის. სულ კი, 127 წლის განმავლობაში, მას ოთხი მფლობელი ჰყავდა.
ავტომობილი თავისი დროისთვის ერთობ კარგი მონაცემებით გამოირჩევა: მისი მაქსიმალური სიჩქარე 62 კმ/სთ-ს აღწევს, წყლის ერთი სავსე ავზი კი დაახლოებით 32 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევს. რაც მთავარია, მას მხოლოდ სამი ბორბალი აქვს - ორი წინ და ერთიც - უკან.
ამ ავტომობილს მონწილეობა აქვს მიღებული კაცობრიობის ისტორიაში პირველ საავტომობილო რბოლაში. ლონდონიდან ბრაიტონამდე კი ოთხჯერ უმოგზაურია. პირველ რბოლაში, რომლის დისტანციაც 32 კილომეტრი იყო, ამ ორთქლის ”რუნაბაუტმა” 25.6 კმ/სთ საშუალო სიჩქარე განავითარა, მაქსიმალურმა სიჩქარემ კი 60 კმ/სთ-ს მიაღწია.
1997 წელს, პებლ ბიჩის (აშშ, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, ამ ორთქლის მანქანამ ორი ჯილდო დაიმსახურა.
”დე დიონს” სულ 20 ცალი სამბორბლიანი ”რუნაბაუტი” აქვს დამზადებული, რომელთაგან მხოლოდ ექვსია შემორჩენილი. აქედან კი მხოლოდ იმ ეგზემპლარს შეუძია გადაადგილება, რომელიც აუქციონზე გამოაქვთ. სააუქციონო სახლი RM ოქშენზი ვარაუდობს, რომ ”რუნაბაუტი” 2.0-2.5 მილიონ დოლარად გაიყიდება.



No comments:

Post a Comment