Sunday, September 25, 2011

ფეტელის მეორე ტიტული გადაიდო

Vettel storms to Singapore win, title on ice
25 სექტემბერი

სებასტიან ფეტელის ჩემპიონობა ცოტა ხნით გადაიდო - როგორც ჩანს, მოქმედი ჩემპიონი მეორე გვირგვინს ორი კვირის შემდეგ, იაპონიაში დაიდგამს, სადაც ამისათვის ერთადერთი ქულაც ეყოფა. ამისთვის კი მეათე ადგილზე გასვლაა საჭირო. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და რბოლის დასრულება შეძლო, აუცილებლად მიაღწევს მიზანს. თუმცა, დარჩენილ 5 ეტაპზე, მან რომც არ იასპარეზოს, ხელს მაინც ვერავინ შეუშლის - ძნელი წარმოსადგენია, მისმა უახლოესმა მდევარმა ჯენსონ ბატონმა ყველას მოგება შეძლოს...


სტარტი
24 წლის გერმანელმა სტარტზევე იოლად შეინარჩუნა ლიდერობა, ბოლომდე წინ არავინ გაუშვა და ამ სეზონში მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. ამგვარად, მისმა უპირატესობამ ბატონთან 124 ქულას მიაღწია, რაც ერთით ნაკლებია იმ 125 ქულაზე, რომლის მოპოვებაც დარჩენილ 5 რბოლაშია შესაძლებელი.

”შენ ჩემპიონბამდ ერთი ქულაღა გიკლია, შესანიშნვი რბოლა იყო, გილოცავთ”, - რადიოთი მიმართა ჩემპიონს ”რედ ბულ რეისინგის” შეფმა ქრისტიან ჰორნერმა. პასუხად კი სიხარულით მეცხრე ცაზე მყოფი ფეტელის ხმა გაისმა: ”სინგაპური, ჩვენ ეს შევძელით”...
შუა რბოლაში, მდევრებთან ფეტელის უპირატესობამ 27.5 წამს მიაღწია, მაგრამ შემდეგ მიხაელ შუმახერს ავარია მოუვიდა და ტრასაზე პეისკარი გამოვიდა, რამაც ფეტელის ესოდენ დიდი უპირატესობა ფაქტობრივად გაანულა. და მაინც, რესტარტისთანავე გერმანელმა სოლიდური ჰანდიკაპი შეიქმნა და ის ბოლომდე შეინარჩუნა. მართალია, ბოლო წრეებზე ბატონმა ჩამორჩენა 2 წამამდე შეამცირა, მაგრამ უფრო მეტი ვეღარ შეძლო. თანაც, ნარბოლევს ფეტელმა განაცხადა არანაირი პრობლემა არ მქონია, უბრალოდ ტემპი დავაგდეო.
ფეტელი, ბატონი,
ალონსო, უებერი...
ინციდენტის გარეშე არც ამჯერად უასპარეზია ლუის ჰამილტონს, ვინც რატომღაც ფელიპე მასას ჩააცივდა. მათი დუელი ჯერ კიდევ კვალიფიკაციის მესამე სექტორში დაიწყო, რომლის დასაწყისშიც, გასახურებელ მყოფ პილოტებს ლამის ავარია მოუვიდათ - მასა ჯიუტად არ უშვებდა წინ ჰამილტონს, რომელმაც ერთ მომენტში მაინც შეძლო გაძრომა.
რბოლის მე-12 წრეზე კი მათ ”მიზანს მიაღწიეს” - ბოქსებიდან ახალი გამოსულები იყვნენ, როცა ჰამილტონმა გასწრება სცადა. მან მკვეთრად შეცვალა ტრაექტორია, რადგან დაინახა, რომ ბრაზილიელმა დრეფანი ჩაუკეტა. მაგრამ მოსახვევის წინ, მასამ სიჩქარე დააგდო. ჰამილტონის ”მაკლარენის” წინა ფრთის მარცხენა ნაწილი მასას ”ფერარის” უკანა მარჯვენა ბორბალს შეეხო. ფრთა დაიმტვრა, საბურავი დაზიანდა. საბოლოოდ კი ჰამილტონმა გასწრება მაინც შეძლო. მაგრამ სტიუარდებმა ამჯერადაც მისი მანევრი სახიფათოდ მიიჩნიეს და ბრიტანელი პიტლეინზე უქმე გავლით დასაჯეს... საბოლოოდ, ჰამილტონმა მაინც მოახერხა და ფინიში მეხუთემ გადაკვეთა, მასამ კი მეცხრე ადგილი ძლივს დაიკავა.
მოკლედ, ფეტელს შანსი აქვს, გახდეს ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ჩემპიონი. ამასთან, ის მეცხრე პილოტი გახდება, ვინც ტიტულებს ერთმანეთის მიყოლებით მოიპოვებს. დაკიდევ, ის სულ მესამე მრბოლის, ვისაც ერთ სეზონში ცრა, ან მეტი რბოლა აქვს მოგებული. აქამდე ასეთი მიღწევა მხოლოდ ნაიჯელ მენსელს და მიხაელ შუმახერს ჰქონდათ.

სინგაპურის დიდი პრიზი
სინგაპური, მარინა ბეი. დისტანცია 309.316 კმ (5.073 კმ, 61 წრე)

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:59:06.757
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               +00:01.737
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    00:29.279
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 00:55.449
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         01:07.766
6. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:51.067
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1 წრე
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1 წრე
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1 წრე
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1 წრე
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1 წრე
12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1 წრე
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1 წრე
14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       2 წრე
15. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                2 წრე
16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                2 წრე
17. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         2 წრე
18. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                2 წრე
19. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            4 წრე
20. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                4 წრე
21გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)      5 წრე
გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                          14 წრე
გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               33 წრე
გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                            52 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ჯენსონ ბატონი - 1:48.454, 54-ე წრე



პირადი კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 309 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 185; 3. ფერნანდო ალონსო - 184; 4. მარკ უებერი - 182; 5. ლუის ჰამილტონი - 168; 6. ფელიპე მასა - 84; 7. ნიკო როსბერგი - 62; 8. მიხაელ შუმახერი - 52; 9. ვიტალი პეტროვი - 34; 10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) - 34; 11. ადრიან სუტილი - 28; 12. კამუი კობაიაში - 27; 13. პოლ დი რესტა - 20; 14. ხაიმე ალგერსუარი - 16; 15. სებასტიან ბუემი - 13; 16. სერხიო პერესი - 9; 17. რუბენს ბარიკელო - 4; 18. ბრუნო სენა - 2; 19. პასტორ მალდონადო - 1
           
კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 491 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 353; 3. ფერარი - 268; 4. მერსედესი - 114; 5. რენო - 70; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 48; 7. ზაუბერ-ფერარი - 36; 8. ტორო როსო-ფერარი - 29; 9. უილიამს-კოსუორტი - 5

No comments:

Post a Comment