Sunday, September 25, 2011

კონცეპტუალური ”ევოსი” - ”ფორდის” დიზაინის ახალი ენა


ჯეი მეისი ფორდ ევოსს წარადგენს

ფრანკფურტის შოუზე, ”ფორდმა” კონცეპრუალური ავტომობილი ”ევოს” წარადგინა, რომელიც კომპანიის ევროპული ოფისის მთავარი დიზაინერის, მარტინ სმიტის თქმით, გვიჩვენებს, თუ როგორი იქნება ”ფორდის” გლობალური ავტომობილების კორპორატიული სტილი. ეს არის ახლანდელი სტილის (კინეტიკური დიზაინი) ევოლუციური ვარიანტი. ამასთან, სმიტი ხაზს უსვამს, რომ ”ევოსის” ყოველი ცალკეული ელემენტი, ამათუიმ სახით, სერიულ ავტომობილებზეც აუცილებლად გადავა.

მის სიტყვებში დაეჭვება ახლავე შეიძლება, რადგან იმ ტიპის კარებს, რომლებსაც ”ევოსზე” ხედავთ, ამერიკული კომპანია სერიულ ავტომობილებზე არასდროს გამოიყენებს. თუმცა, მთავარი ეს სულაც არაა. მთავარია, რომ ავტომობილი მომხიბვლელად გამოიყურება. რადიატორით ის გვახსენებს, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, ”ფორდის” ოჯახში ”ასტონ მარტინი” ირიცხებოდა.
ავტომობილი ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელსაც ”ფორდ” თავის ”C-მაქს ეკოლოჯიზე” იყენებს. სისტემასში ორლიტრიან ძრავთან, ელექტროძრავია შეწყვილებული, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს.
”ფორდის” მთავარი დიზაინერი ჯეი მეისი ამბობს, რომ ამ სტილის პირველი ავტომობილი გზაზე ოთხ წელიწადშიკი არა, ოთხ თვეში გამოჩნდება. კონკრეტულად რომელი სახელით, მას არ დაუკონკრეტებია. ესე იგი, სერიულ ავტომობილზე ”ევოსის” სტილს დეტროიტის ავტო შოუზე უნდა ველოდოთ...

No comments:

Post a Comment