Tuesday, September 20, 2011

”სეატმა” თავისი მომავალი სახე გვიჩვენა

”ფოლკსვაგენის” და მის ჯგუფში შემავალი კომპანიების აქტიურობის ფონზე, ბოლო წლებში ესპანური ”სეატი” მაინცდამაინც ბევრი სიახლით ვერ გამოირჩევა. გერმანული კომპანია მას შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევს, რასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. მაგრამ როგორც ჩანს, ”სეატის” პასიურობასაც დაესვა წერტილი. ყოველ შემთხვევაში, კომპანიამ ფრანკფურტში კონცეპტუალური სედანი IBL წარადგინა, რომელზეც მომავალი კორპორატიული სტილის ელემენტები მუშავდება.

პირველი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ კონცეპციას მინიმალისტური ფილოსოფია გამოარჩევს და მასში კონსერვატიზმიც შეინიშნება. ეს ავტომობილი, პარიზის შარშანდელ შოუზე ნაჩვენებ კონცეპტუალურ ჰეჩბეკ IBE-ს ერთგვარი გაგრძელება და განვითარებაა.
პრესკონფერენციაზე, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ IBL კუპეს და სედანის ერთგვარი ნარევია, რადგან გარეგნულად მას სპორტული შესახედაობა აქვს (ერთობ საკამათოა), ინტერიერი ფართე და კომფორტულია. ავტომობილის ექსტერიერში აგრესია და ერთგვარი სიტლანქეც იგრძნობა, თუმცა მთავარი ალბათ მაინც ისაა, რომ ავტომობილების ნაკადში, ის ადვილად გამოსაცნობი იქნება.

No comments:

Post a Comment