Tuesday, September 20, 2011

”ტოიოტა FT-86” ისევ კონცეპციის სახით...

მოკლედ, ამ სპორტულ ავტომობილს ბაზარზე გამოსვლა ვერა და ვერ ეღირსა. ”ტოიოტამ” ის უკვე მეხუთედ გვიჩვენა და ისევე როგორც წინ შემთხვევებში, ამჯერადაც მხოლოდ კონცეპტუალური სახით. FT-86 პირველად ორი წლის წინ, ტოკიოს ავტო შოუზე გვიჩვენეს. შემდეგ, შარშან ჟენევაშიც ვნახეთ, სადაც მასთან ერთად, ”სუბარუს” მარკით დამზადებული შასიც გვიჩვენეს. ნიუ იორკში, ამავე ავტომობილის ”სციონისეული” ვერსია წარმოადგინეს, მერე ისევ ჟენევა და ახლა ფრანკფურტი...
ზოგს ეჭვი გაუჩნდა - აპირებს-კი იაპონური კომპანია ამ ავტომობილის წარმოებას? კითხვა ლოგიკურია, რადგან ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ როცა FT-86 ბაზარზე გამოვა, მას არსებობის ციკლის თითქმის ნახევარი ჩამთავრებული ექნბა!
”ტოიოტა” კი თავს იმით იმართლებს, რომ ავტომობილმა სრულყოფის პროცესი გაიარა, რის შემდეგაც, ის წინა კონცეპციებზე ”მსუბუქი, სპორტული და სწრაფია”. ისღა დაგვრჩენია, დავუჯეროთ და რეალურ პროდუქტს (ან იქნბ, მორიგ კონცეპციას?) კიდევ რამდენიმე თვე ველოდოთ...

No comments:

Post a Comment