Thursday, October 27, 2011

”ჰიუნდაი ველოსტერმა” EURO NCAP-ის ხუთი ვარსკვლავი მიიღო

Hyundai Veloster Euro NCAP Five-Star Rating Announced
26 ოქტომბერი
ევროპის საგზაო უსაფრთხოების ორგანიზაციამ, სახელად EURO NCAP, ახალი ავტომობილების მორიგი ქრეშ ტესტები ჩაატარა, რომელთა შედეგადაც, ”ჰიუნდაის” უახლესმა ოთხკარიანმა კუპე ”ველოსტერმა” უმაღლესი შეფასება - ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა.
გამომცდლებმა განსაკუთრებით მაღალი შეფასება (96-პროცენტიანი შეფასება) ამ ავტომობილს ზრდასრული მგზავრების უსაფრთხოებაში დაუწერეს. ამდენივე ქულა ”მერსედეს ბენცის” ახალმა M-კლასმა და ”ფორდის” ”რეინჯერმა” დაიმსახურეს. დანარჩენმა 9 მანქანამ გაცილებით დაბალი შეფასება მიიღო. ამ ასპექტში, ”ველოსტერის” კონსტრუქციამ სპეციალისტები უკნიდან დაჯახების დროსაც განაცვიფრა. მანქანამ კარგი შეფასება მიიღო 18 თვიდან 3 წლამდე ბავშვების უსაფრთხოებაშიც. ამ შემთხვევაში, მან 89-პროცენტიანი შეფასება დაიმსახურა და ყველა კონკურენტს აჯობა.
”ველოსტერი” შედარებით სუსტია ფეხმავლების დაცვის მხრივ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ფეხმავლების ფეხები და წელი მანქანის ბამპერისა და კაპოტის წვერისგან მძიმე დაზიანებებს არ მიიღებენ. ამ კუთხით, მანქანა მხოლოდ 49 პროცენტით შეფასდა, რაც მაღალი შეფასება არაა, თუმცა ამ მხრივ, სხვა მანქანებსაც მსგავსი შეფასებები დაუწერეს. გამონაკლისი იყო ”ფორდ რეინჯერი”, რომელიც 81 პროცენტით შეფასდა. ფეხმავლებზე შეჯახებისას, ”ველოსტერის” სისუსტე ისაა, რომ დაზარალებულის თავი მანქანის საქარე შუშას ეჯახება, რასაც სერიოზული ტრავმების (ჭრილობების) გამოწვევა შეუძლია.
”ველოსტერის” სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი, ასევე მძღოლის და წინა მგზავრისთვის უსაფრთხოების ღვედის შეკვრის შემხსენებელი, რის გამოც, EURO NCAP-მა მანქანას 71-პროცენტიანი შეფასება დაუწერა.

No comments:

Post a Comment