Wednesday, October 26, 2011

წყვილტურბოიანმა ფერარი 458 იტალიამ ლამბო ავენტადორს აჯობა

სატუნინგო კომპანია ”ანდერგრაუნდ რეისინგი” რადიკალური სუპერ ავტომობილების ტუნინგითაა ცნობილი. მის პროექტებს შორის, ყველაზე გამორჩეული, წყვილ ტურბოკომპრესორიანი ”ლამბორგინი გალიარდოა”. ამჯერად კი ტუნინგის ჩრდილოეთ კაროლინელებმა კი ჭკუაზე ”ფერარი 458 იტალია” მოიყვანეს, რომლის ძრავსაც ასევე წყვილი ტურბო შეუამხანაგეს. და...
ამ ავტომობილმა სწორ გზაზე ”ლამბორგინის” ნაქებსა და ყველაზე გამორჩეულ კუპე ”ავენტადორ LP700-4-ს” კუდით ქვა ასროლინა. ამ ”ლამბოს” V12 700 ცხენის ძალას იძლევა, მაგრამ როგორც ”ანდერგრაუნდ რეისინგი” ირწმუნება, მათს მიერ გადაკეთებულ კვიცს გაცილებით მეტი აქვს. კონკრეტულად რამდენით, ამას მალავენ. თუმცა, ვიდეოს რომ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ბევრით...
მაგრამ ”ლამბორგინის” ფანები ნუ მოიწყენთ - ”ანდერგრაუნდ რეისინგი” არც ”ავენტადორს” დატოვებს უყურადღებოდ. მალე ამ ავტომობილის ძრავსაც ორი ტურბო მოემსახურება!





No comments:

Post a Comment