Thursday, November 3, 2011

რაიკონენი ”უილიამსში” გადადის

Williams to announce Raikkonen deal in Abu Dhabi
3 ნოემბერი
ეს ფოტო-მონტაჟი რაიკონენის
უნგრული ფანკლუბის ფეისბუკის
კედლზე გავრცელდა
ფინურმა ტელეკომპანია MTV3-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც გვამცნობს, რომ აბუ დაბის დიდი პრიზის დღეებში, ”უილიამსი” და კიმი რაიკონენი ოფიციალურად გამოაცხადებენ, რომ მომავალ სეზონში ფინელი მრბოლი ფორმულა 1-ს დაუბრუნდება და ”უილიამსის” ბოლიდით იასპარეზებს.
აბუ დაბიშივე, ”უილიამსი” თავის ახალ სპონსორს გაგვაცნობს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ (ჯერჯერობით უცნობი) კომპანიის დამსახურებაა ის, რომ ბრიტანულ გუნდს რაიკონენის მისაწვევად საჭირო თანხა გაუჩნდა. სავარაუდოდ, ეს ყატარული ეროვნული ბანკი უნდა იყოს. სხვათა შორის, ახლახანს ”უილიამსმა” კიდევ ერთ ყატარულ კომპანიასთან (მოსავალათი) გააფორმა ხელშეკრულება.
პარალელურად, ”ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც ”უილიამსის” ინკოგნიტო წევრისგან მიიღო. ”რაიკონენთან შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია”, - გვამცნობს წყარო. მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონის მისაწვევად საჭირო თანხის ყატარული კომპანიისგან მიღებას, იტლაიური ”ავტოსპრინტიც” ადასტურებს. MTV3-ის ცნობითაც, ფრენკ უილიამსის გუნდი ყატარის ბანკთან თანამშრომლობას იწყებს.
შვეიცარიული ”მოტორშპორტ აქტუელი” იტყობინება, რომ მომავალ სეზონში, ”უილიამსში” ვენესუელელი პასტორ მალდონადო რჩება, რუბენს ბარიკელოს ადგილს კი რაიკონენი დაიკავებს. იმავე გამოცემის ინფორმაციით, ფინელი პილოტი ”უილიამსის” ბაზას გროვში რამდენჯერმე ეწვია და ამ ვიზიტების მიზეზი სწორედ ხელშეკრულების შეთანახმება იყო.

No comments:

Post a Comment