Thursday, November 3, 2011

”ჰიუნდაი ველოსტერი” კონკურს ”წლის ურბანული ავტომობილის” გამარჯვებულია

Hyundai Veloster Tapped as Urban Car of the Year
3 ნოემბერი
ჟურნალ ”დისაისივ მეგზინის” მიერ ორგანიზებულ კონკურს ”წლის ურბანული ავტომობილის” ჟიურიმ, საუკეთესო ავტომობილად ”ჰიუნდაი ველოსტერი” დაასახელა. ამავე კონკურსის ლაურეატები ასევე გახდნენ ”რეინჯ როვერ ევოკი” და ”ტოიოტა პრიუსი”. კონკურსის გამარჯვებულის ჯილდო, მის მფლობელს დეტროიტში გადაეცემა, ზუსტად იქ, სადაც საავტომობილო შოუზე წელს ”ველოსტერის” პრემიერა შედგა.

კონკურს ”წლის ურბანული ავტომობილის” ჟიურიში სამი დამოუკიდებელი ავტო ჟურნალისტი შედის, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდნენ კონკურსში მონაწილე ავტომობილებს და მათ შორის, ყველაზე გემოვნებიანად შესრულებული, პრაქტიკული და ხელმისაწვდომი ავტომობილები შეარჩიეს. მათ ამერიკის ბაზარზე წელს გამოსული ათეულობით ავტომობილის და პიკაპის ტესტირება დასჭირდათ საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად.
”ჰიუნდა ველოსტერში” შეხამებულია დახვეწილი, სპორტული სტილი და ფასისა და მისი რეალური ღირებულების თანხვედრა. ის საწვავის ეკონომიური ხარჯითაც გამოირჩევა და ქალაქში გადაადგილების საუკეთესი საშუალებაა. კონკურსის მსვლელობისას, ამ ავტომობილმა ჩვენი ჟიურის წევრები ყველაზე მეტად მოხიბლა. ”ჰიუნდაიმ” ყველას დაუმტკიცა, რომ დახვეწილი სტილი და მისაღები ფასი სრულებით შესაძლებელია”, - ამბობს ”დისაისივ მეგზინის” მთავარი რედაქტორი კონრად ბელი.
კონკურსის დაჯილდოების ცერემონია 8 იანვარს, დეტროიტის მოტორსიტიში არსებულ კაზინო-სასტუმრო ”საუნდ ბორდ თეატერში” გაიმართება. ამასთან, ლაურეატ ავტომობილებს დეტროიტის ავტო შოუზე სპეციალური სტენდი დაეთმობა.
”ველოსტერი” კუპეს ტიპის ავტომობილია, რომელსაც მგზავრის მხარეს ორი კარი აქვს, მძღოლის მხარეს კი - ერთი, რაც სერიული ავტომობილებისთვის ორიგინალური სიახლეა. ის ბენზინის ოთხცილინდრიანი, 1.6-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება. ძრავთან 6-საფეხურიანი კოლოფია შეწყვილებული. ეს ტანდემი კი თითქმის ისეთსავე ეკონმიურობას უზრუნველყოფს, როგორითაც ჰიბრიდული ავტომობილები გამოირჩევა. ავტომობილი მინიმალურად აბინძურებს გარემოს და გამძლეობითაც გამოირჩევა. თანაც, მისი ფასი (აშშ-ში)17 300 დოლარიდან იწყება.
უგზოობის ავტომობილებს შორის, წლის საუკეთესო ურბანული ავტომობილის პრიზი ”რეინჯ როვერ ევოკმა” მიიღო, რომელიც ახლახანს, წლის საუკეთესო უგზოობის ავტომობილად, გამოცემა ”მოტორ ტრენდმა” აღიარა. ეს ავტომობილი, ”რეინჯ როვერის” სტანდარებით, საკმაოდ იაფი ღირს და ამავე კომპანიის ისტორიაში, ყველაზე ეკონომიურიცაა.
ეკოლოგიურ ავტომობილებს შორის კი საუკეთესოდ ”ტოიოტას” უახლესი პლაგ-ინ ჰიბრიდული ”პრიუსი” დასახელდა. ეს ავტომობილი ბაზარზე ჯერ არ გამოსულა, რის გამოც, ”დისაისივ მეგზინს” მისი გამარჯვება ჯერ საბოლოოდ არ დაუდასტურებია.

No comments:

Post a Comment